#42752443 · 4 Nov 2014, 15:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
guti14
მოდი ცოტა კიდევ დავაზუსტოთ რისი მიღწევა გინდა
| QUOTE | | მიახვედრო რომ შენ ხარ ერთადერთი სწორი არჩევანი მისთვის და ზეგავლენა მოახდინო მასზე |
ეს დასაზუსტებელი და ასაწონ-დასაწონია, თუ არ ხარ მისი გადმოსახედიდან ერთადერთი სწორიარჩევანი, ასეთ შემთხვევაში ეს ფსიქოლოგიური ძალადობა იქნება და საბოლოოდ როგორც არ უნდა დააბოლო მაინც წარუმატებლად დამთავრდება, თუნდაც წლების შემდეგ, ამიტომ ამას არ გირჩევდი
სხვა საქმეა თუ გინდა
| QUOTE | | უბრალოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვო ახლად გაცნობილ გოგოზე |
აქაც გააჩნია გოგოს როგორი ადამიანები მოსწონს და ხარ თუ არა შენ ისეთი როგორიც მას მოსწონს. არ გირჩევდი ეცადო იყო ისეთი როგორიც მას მოსწონს თუ ეს შენში არ ზის და ასეთი არ ხარ ბუნებით. ამაში არ იგულისხმება რომ შენ ცუდი ხარ თუ არ მოეწონე. იმისთვის რომ ჰარმონიული ურთიერთობა ააწყო პირველი რჩევა იქნება რომ იყო ისეთი როგორიც ხარ ბუნრებრივად და აქ შეიძლება იყოს გარკვეული სირთულეები თუ გიჭირს საკუთარი თავის გამოხატვა, ვთქვათ მოგეწონა გოგო და არ იცი მასთან როგორ მოიქცე ისე რომ შენი თავი სრულად გამოხატო და გამოავლინო, თუ ასეა შეგიძლია განსაზღვრო თუ რა გიშლის ხელს? შემდეგ უკვე ა ხლისშემშლელ ფაქტორზე იქნება შესაძლებელი მუშაობა
* * * პ.ს. თემა ასგვერდიან ლიმიტს გადაცდა, ამიტომ უახლოეს მომავალში გაიხსნება ახალი, იქ შეგვიძლია განვაგრძოთ საუბარი
--------------------
Rocky Raccoon, he fell back in his room Only to find Gideon's bible Gideon checked out, and he left it no doubt To help with good Rocky's revival ))))
|