#41196811 · 6 Jun 2014, 20:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Naniko1
| QUOTE | | ისტერიულად პოსტავ ყველა თემაში დღეს მთელი დღე. |
მართალია, თითქმის ფსიქოლოგიის მთელს განყოფილებას გადავწვდი, თვალები ამოვიწყალე, თან კომპიუტერი ყველა თემაში შესვლისას, რაღაც დამატებით ფანჯარას ხსნის. ვირუსია თუ რა არის...
ბევრს ვღლაბუცობ დღეს, მინდა, ვცდილობ, თავი მოვთოკო, მაგრამ როცა სერიოზულად ვწერ, გაცვეთილ, არაფრის მთქმელ ფრაზებს ვიმეორებ, ათასგან რომ წამიკითხავს და ისევ თავს მოვიგიჟიანებ ხოლმე.
სხვისი მეზიზღება ცინიზმი, ღლიცინი, ორაზროვნება და თვითონ ვერ შემიკავებია თავი.
| QUOTE | | რა გჭირს? პანიკაში ხარ? |
არა, არა, მე ვიცი რაც მჭირს... გულწრფელად ვერ დავწერ. პანიკა ძალიან იშვიათად თუ დამუფლებია მთელი ცხოვრების განმავლობაში. ისეთი მშვიდი ვარ, ერთმა გოგომ მითხრა, მადლობა ღმერთს, შენნარი მშვიდი რომ არ ვარო, ალბათ გავგიჟდებოდიო... ერთხელ მითხრეს, რატომ გაქვს მუდამ ნოსტალგიური მზერაო, მეორეჯერ - ისეთი სახე გაქვს, თითქოს სულ გეძინებაო. მუდმივად დაძაბულობას და გაღიზიანებას ვგრძნობ საფეთქლებში, რაღაც სიმძიმეს, რაც გაგიჟების ან პანიკაში გადაჭრის ნებას არ მაძლევს. უბრალოდ, ყოველდღე, სურვილი მაქვს სავსებით უმიზეზოდ ვიტირო (გარდატეხის ასაკში არ ვარ  ), რომ ჭუჭყი, სიმძიმე მოვიშორო ხოლმე და შედარებით თავისუფლად ვიგრძნო თავი. ახლა ბიჭი რომ ვარ და ამას ვწერ, ცოტა არ იყოს უშნოდ გამომდის, მაგრამ ტარიელიც ხომ დღემუდამ ტიროდა, რა მოხდა მერე! ძალაუნებურად შევედარე ტარიელს, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და პატივმოყვარეობაში ნუ ჩამომართმევთ. ძალით მინდა ვიტირო, თორემ ვერაფერი მიძრავს გულს. რამდენი ადამიანი გარდაცვლილა, არც ერთზე მიტირია ძალდაუტანებლად. მხოლოდ ფილმები შემაზანზარებს ხოლმე ("უძინართა მზე" და ეგეთები). | QUOTE | | ცას შევხედო იმის დრო არ მაქვსო და.... |
კი, სწორედ ეგრე ვთქვი.
დღეს თავი გავინებივრე, ძალიან ცუდად დავიწყე დილა, დინებას მივყევი და ვატყობ, ასევე დავაღამებ (თუმცა რაღა დარჩა დაღამებამდე) იმიტომ, რომ საქმის კეთების ენერგია აღარ დამრჩა, თავი მიბრუის წერისაგან...
მერე ისევ გამომეღვიძება შუაღამით, ეს დღეც მომაგონდება, როგორ უქმად დავხარჯე და დამასხამს ცივი ოფლი იმიტომ, რომ ეს დასვენება არ მეკუთვნოდა, უსინდისოდ მივისაკუთრე.
This post has been edited by varisvincvar on 6 Jun 2014, 21:25
|