ცივილიზაციის უკანასკნელი ნიშანწყალიც ჩაქვრა.
თითქოს არც ვარსებობდი, ისე ჩაიარა ყველაფერმა.
გამოვედი და შორიდან ვუყურებდი, როგორ იდგნენ ყველა ერთად და საუბრობდნენ
არც მილოცავს ვინმე, არაფერი.
მარა თავი შედარებით ადვილად შევიკავე.
მარტო დავრჩი, დემონებთან. სულ მარტო.
ოღონდაც უფრო მეტად არა, ძალავ, გეხვეწები. მშობელმა უნდა მიყუროს, ბოლობოლო.
წავალ, დავხუჭავ თვალებს და შევეგუები ჩემს ბედს
მარა ვერ ვეგუები
მომკალი და ვერა.
მყავს დედა, რომელსაც იმიტომ ვუყვარვარ, რომ ვარ შვილი
და მყავს მტრედი, რომელსაც იმიტომ ვუყვარვარ, რომ ხშირად ვაჭმევ.
ეხლაც მიღუღუნებს, ჩემი პატარა მტრედუკა.
მარა ვერ გავალ ეხლა, არ მინდა ესეთი დამინახოს.
შეიშრე ცრემლი, ცოტა დაისვენე და იმუშავე.
უქნარა ვირიშვილო
პ.ს.