როცა სადღაციდან აუხსნელი სევდა მომაწვება და ყელში ბურთი გამეჩხირება, თითქოს მთელი მსოფლიოს დარდს ჩემს გულში დაეტიოს -ვიცი - რაღაც უნდა დავწერო.
აი, მიჭირავს ლეპტოპი და ვწერ.
ვწერ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შემიძლია.
თუმცა წერილის მთავარი "ნაწილები" ჩემთან რჩება..
ის მხოლოდ ჩემია..
ვწერ იმათთვის, ვინც ჩემსავით ცხოვრობს, ვინც ჩემსავით დატვირთულია პასუხისმგებლობით, ვინც საკუთარ მომავალს საკუთარი ხელებით ჭედავს, ვინც ძალიან ბევრს გასცემს,
რათა სულში სიყვარულისთვის ადგილი გაითავისუფლოს- იმ ცარიელი ადგილის შემავსებელი წყაროს პოვნა კი უჭირს.
ხშირად მეც მეკარგება ზღვარი რეალობასა და ჩემს ილუზიებს შორის.
მერე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ოცნება მაიძულებს შევურიგდე სინამდვილეს, რომელიც ისეთი განსხვავებულია იმ წარმოსახვებისგან, რომელიც მე მაქვს.
ვწერ და ვიცი, რომ ათეულობით ადამიანი ჩემსავით ფიქრობს.
ჩემსავით თვლის, რომ სხვა დროში დაიბადა, სადაც სიკეთე და მაღალი ფასეულობები არავის სჭირდება.
ვწერ და ვიცი, რომ ათეულობით ადამიანი ჩემს ნაწერში საკუთარ თავს აღმოაჩენს.
ვისაც ჩემსავით ეშინია, რომ არავის ეყვარება, ისე როგორც მას უნდა.
ეშინია, რომ საკუთარი განსხვავებულობით ცხოვრების გზაზე დაიკარგება - ჩაყლაპავენ, დათრგუნავენ.
ეშინია, რომ ვერ იპოვის მის წილ ბედნიერებას.
ეშინია, რომ არ ეყოფა ძალა, ძალა, წინ აღუდგეს დაბრკოლებებს.
ეშინია, არ დანებდეს, არ დაბერდეს .. სიბერე ყველაზე ცუდი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, მიყვარს მოხუცები , მაგრამ მე არ მინდა ასეთი ვიყო..
ეშინია ის სიცარიელე, რომელსაც ხანდახან ასე ცხადად გრძნობს, სამუდამო მეგზურად არ ექცეს.
ეშინია, საპნის ბუშტივით ადვილად არ ჩაუფუშონ ძვლივს შეკოწიწებული სამყარო.
ეშინია, არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გაუგეს, მასზე წინ სხვა დააყენეს.
fuck the cruel world , there isn't my place..