ახლა, როდესაც სრულიად თავისუფალი ვარ, მივხვდი, რა ხიბლი და მუღამია, თავისუფლად ყოფნაში:
- გაცილებით მეტი დრო მაქვს ურთიერთობებისთვის:
ა. ბავშვთან - მასთან ერთად ყოველ დღეს ვატარებ ბედნიერად, ერთად ვთამაშობთ, ერთად ვერთობით, ვსეირნობთ, ვისვენებთ, ვიძინებთ, ვიღვიძებთ, უფრო მეტ ხალისია და სიყვარული
ბ. მეგობრებთან - უფრო მეტ დროს ვატარებ მათთან, განაწყენებული მეგობრები შემოვირიგე, ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო რომ ვერ ვნახულობდი, ახლა უფრო მეტად ხანს ვარ მათთან ერთად, გულწრფელი ბოდიში მოვიხადე და უფრო მეტად დავაფასე ჩემი მეგობრები და მათი მოთმინება, როგორ ვყვარებივარ, რომ მიუხედავად ჩემი სამუშაო რეჟიმისა, მუდამ ჩემ გვერდით იყვნენ
გ. ჩემი ოჯახი - სახლშიც რამდენი რამ მქონია გასაკეთებელი, ოჯახს უფრო მეტად მივხედე, დავალაგე, დავასუფთავე ჩემი კარ-მიდამო და ,,მამულები", ჩემი სამფლობელო და დავლაგდით ნელ-ნელა
- მეტი დრო მაქვს შემეცნებისთვის: საღამოობით შემიძლია ჰამაკში წოლა და გამაგრილებელი ახლადდაწურული წვენების დაგემოვნება, მეტი წიგნი და სუფთა ჰაერი, მეტი ფილმი, მეტი მოგზაურობა, მეგობრების სტუმრობა საღამოობით, მთელი დღის მანძილზე ოჯახსა და ბავშვთან ერთად დასვენება, სახლის საქმე და ა.შ.
- ამ თავისუფალ დროს შევძელი საკუთარ თავში ჩაღრმავება და ჩემი საყვარელი საქმისთვის მეტი დროის დათმობა, ამავდროულად, ახალი საქმიანობის სფერო აღმოვაჩინე, ახალი უნარები და ახალ სფეროში გადავინაცვლე.
უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება (?!) მადლობა ამ ყველაფრისთვის, ამ განსაცდელისთვის, იძულებითი ,,შვებულებისთვის", რომ არა ეს, კიდევ ვერ მივხვდებოდი, სადაა დამალული ცხოვრების ,,ქიშმიში", მთელი მუღამი რაშია.
ახლა შევძელი ყოველი წამისა და ყოველი ურთიერთობის დაფასება, ყოველი თეთრის უფრო რაციონალური ხარჯვა, მეტი სიკეთის ქმნა, მეტი სიყვარულის გაცემა და მეტად დაფასება იმის, რაც გამაჩნია.
მადლობა სამყაროს, მადლობა განგებას, მადლობა ჩემს ცხოვრებას,
მე შენ მიყვარხარ!