ბოდიშის მოხდა სხვადასხვაგარი არსებობს და მისი მნიშვნელობა და მიზანი ყოველ კონრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება.
არსებობს ბოდიში ზრდილობის გულისთვის, როდესაც ფეხს დააბიჯებ ავტობუსში შენს გვერდით მდგომს,
არსებობს ბოდიში ვალის მოხდისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე ადამიანს ჭირდება მისი მოსმენა.
არსებობს ჩვევაში გადასული ბოდიში, რომელსაც აზრი ეკარგება და ალილუიასავით ავტომატურ რეჟიმში წარმოვთქვამთ.
თუმცა ამდენ ბოდიშს შორის არსებობს ბოდიში, როდესაც ნამდვილად წუხ და განიცდი შენს საქციელს, როდესაც ადამიანთან ურთიერთობას შენს სიამაყეზე წინ აყენებ და მზად ხარ აღიარო შენი
შეცდომა, ბოდიში მოუხადო, ეხვეწო პატიება, რადგან იცი, რომ ,,შენდობა მონანიების პასუხია.“
ჰოდა, ინანიებ. ინანიებ გულწრფელად და მთელი გულით.
მე სწორედ ასეთი ბოდიშის მწამს.
ვერ დავეთანხმები ზოგიერთი დამკვირვებლის მოსაზრებას, რომ ბოდიშის აუცილებელი ელემენტი იმის გამოხატულებაა, რომ შემდგომში იგივე არ განმეორდება.
ეს საკუთარი თავის და სხვა ადამიანის მოტყუება უფროა.
ადამიანები ვართ. შეცდომა ყველას მოგვდის და მისგან დაზღვეულნი არავინ ვართ. მთავარია, გამოხატო რომ ნანობ.
ამრიგად, ჩემთვის ნამდვილი ბოდიშის მოხდისას, მთავარია ადამიანმა დამანახოს, რომ მისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ვარ. საბოლოოდ, მთელი ჩვენი ცხოვრება ხომ სწორედ ამისგან შედგება.
ყველა ჩვენგანი ფიქრობს, რომ ჩვენ კარგები ვართ და სიყვარულს ვიმსახურებთ და როდესაც სიყვარულის იმ რაოდენობას არ ვიღებთ, რასაც სხვებისგან მოველით - აქ ჩნდება პრობლემა. ,,მე მისგან ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებდი“ და ა.შ. ფიქრები /შეფასებები.
დასკვნის სახით, შექსპირი წერდა ,,expectation is the root to all heartache.”
ჩვენ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვატარებთ ყოველგვარ ურთიერთობაში და ნუ გავექცევით მას.
This post has been edited by Chupa Chups on 23 Jun 2014, 18:59
Я не нарушаю правила, я просто живу по своим...
Когда вам не дают роли, которой вы заслуживаете, надо написать ее самому..
ბრბო ნედლი მასაა, რომლისგანაც ხალხმა უნდა გამოთალოს ხალხი..