ერთი საათით ადრე მივედი. მე ყოველთვის რაღაც მძღნერი მემართება და ვიფიქრე, ყველაფერი ზუსტად გამომივიდოდა
რო მივედი კაციშვილი არ იყო. შევედი ამ ბოტანიკურ ბაღში. ღმერთმა იცის რამდენი ვიარე ამ ჩემი გაუბედურებული ფეხით. რამის ჩანჩქერამდე ავედი. კაციშვილის ჭაჭანება არ არის.
დავბრუნდი მერე უკან და დაიწყო ხალხმა შეკრება. მერე მივხვდი, სადაც უნდა გადამეხვია.
ცოტახანს გავჩერდი. აჩქარებულ გულს და ოფლიან სახეს დამშვიდება სჭირდებოდა.
ხალხმაც დაიწყო შეკრება. წინასწარ ვიტყვი, რომ მე ერთადერთი ადამიანი ვიყავი იმ რამოდენიმე ათასეულში, რომელიც მარტო იყო, რათქმაუნდა.
სხვა რომელი ###ყვერია ჩემნაირი? ყველას ვიღაც ყავს
ან დედა, მამა, მეგობარი, შვილი, ნათესავი ხზ
მე მარტო ვიდექი, სულს ვითქვამდი. ვუყურებდი, ეს ხალხი ჯგუფ-ჯგუფად როგორ მოდიან, იცვამენ მანტიებს, იღიმიან, ხუმრობენ, მაიმუნობენ. სურათებს იღებენ, ულოცავენ ერთმანეთს. ერთობიან ათასი ხერხებით.
მე ვდევარ ჩემთვის და ვუყურებ ამ ხალხს. და გული სხვა რამისგან მიწყებს ფანცქალს.
ყველა გოგონას, რომელსაც თვალს მოვკრავ პირველი აღქმით ეგრევე მას ვამსგავსებ. ყველა გოგოს, აბსოლუტურად.
მერე ვხვდები, რომ ის არ არის და ვწყნარდები.
როცა ვინმე ბიჭთან ერთად გამოივლის, სულ მგონია, რომ თავის პარტნიორსაც მოიყვანს და მე გამაცნობს. ლოლ, ამას არ გააკეთებს, მაგრამ მივეჩვიე ყველაზე საშინელზე ფიქრს. იქვე გადამეფლითება ყველაფერი.
ცოტა რომ ამოვისუნთქე, დავიძარი შენობისკენ. აღმართზე ასვლაც სიმბოლური იყო. ამ შენობაში უკვემ ისული ბავშვები ხან ვის უქნევდნენ ხელს და ხან ვის.
წარმოვიდგინე, რომ მე მიქნევდნენ, გულწრფელად გამეღიმა და მეც დავუქნიე მათ.
მერე ავედი მეორე სართულზე და მოშორებით დავდექი, ჩემთვის, წყნარად, არავინ რომ არ შემეწუხებინა.
სხვათაშორის ლამაზი ხედი იყო, ქალაქი, აქეთ მწვანე.. თვალები დავხუჭე და ჩემ თავს შევუძახე "ნახე რა ლამაზია, იქნებ ეხლა მაინც იყო ცოტა ხანს ბედნიერი? სულ ცოტა ხანს მაინც? შეეცადე..."
შევეცადე, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეკვეთით არ მოდის.
კვლავ მიუბრუნდი ამომსვლელებს. ვათვალიერებ ყველას...
ბოლოს ჩემი ჯგუფიდან სამი ადამიანი გამოჩნდა. თურმე, ყველამ მოილაპარაკა და ერთად მოვიდნენ. მე რათქმაუნდა არავის ვახსოვარ.
შორიდან მივესალმე, ამოვიდნენ და მოშორებით დადგნენ.
უცებ, ერთმა სურვილმა რაღაც სასწაულებრივად შემიპყრო. მინდოდა, რომ მოსულიყვნენ ჩემთან და მოელოცათ.
ისინი დიდხანს არ მინახია, მაგრამ ხომ შეეძლოთ? "ნიკა, გილოცავ, წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში"
ეს მარტივი ტექსტი მინდოდა, რომ მათგან მომესმინა. მაგრამ ვერ მოვისმინე.
ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მეთვითონ მივედი, მივესალმე და მივულოცე.
მერე დანარჩენებიც გამოჩნდნენ. და ისიც, მათ შორის. ჩემი მშვენიერი ქალბატონიც.
მართლაც რომ ერთი შეხედვით ვცნობ ყველგან, ყველანაირი ხედით, რაკურსით, საშუალებით ვიცნობ. ხალხში ის ისე აღემატება დანარჩEნებს, როგორც ადამიანი მაიმუნს.
შორიდან მათაც დამინახეს. მე გავუღიმე და ხელი დავუქნიე. რამოდენიმემ ასევე ხელი დამიქნია, მაგრამ მან, როგორც კი ამოიხედა, ისევე ჩაიხედა.
ამოვიდნენ ისინიც და შეერივნენ ხალხს. უსმენენ სიტყვას და რავიცი, რას.
ჩემი სურვილი გამიორმაგდა, გამისამმაგდა, გამიასმაგდა. მინდოდა ერთი მათგანი მაინც მოსულიყო და მოელოცა ჩემთვის, წარმატება ესურვა ან ელემენტარული გამარჯობა ეთქვა.
მათ ხომ არ იციან, ჩემთვის ეს რამდენს ნიშნავს.
ამჯერად მოვერიე თავს და მე თვითონ არ მივედი მათთან. ძალიან მინდოდა, რომ ისინი მოსულიყვნენ. მაგრამ რა თქმა უნდა, არ მოვიდნენ.
ქუდებიც ააფრიალეს, ყველაფერი თქვეს და მივხვდი, რომ ჩემი წასვლის დრო დადგა. ისინი ქვევით დგანან, მე ზევით. გინდა არ გინდა, უნდა ჩაუარო გვერდით.
კიდევ რამოდენიმე წამიც შევყოვნდი, მის მშვენიერებას ვუცქირე და მძიმე ნაბიჯებით ჩასვლა დავიწყე.
ჩემი სურვილი შიგნიდან მჭამდა. მაგრამ შიგნით მხოლოდ ერთ რამეს ვეუბნებოდი ჩემს თავს.
"როცა არავის ჭირდები, უნდა გააჯვა. როცა არავის სჭირდები, უნდა ადგე და გააჯვა. არ უნდა მოაბეზრო ადამიანებს თავი."
რაღაც სისულელეები გავაკეთე, მაგრამ ისე გავუარე მათ გვერდით, რომ არ შემიხედავს.
იმ მომენტში ჩემმა სურვილმა მწვერვალს მიაღწია. ერთი მაინც რომ დაეძახა ვინმეს, "ნიკა გილოცავ", ნეტავ იცოდეთ, როგორ მესიამოვნებოდა. გავჩერდებოდი, მივიდოდი, გადავკოცნიდი ყველას და მეც მივულოცავდი. ჩემს ქალბატონსაც კი, მაგრამ ალბად გაიქცეოდა ან რამეს იზავდა. სულ უცხო ბიჭს ჩაუვარდებოდა ხელებში, მაგრამ მე არა. ჩემს სურვილს კი, ასრულება არ ეწერა.
"როცა ადამიანებს ###ზე კიდიხარ, უნდა გააჯვა" ამ სიტყვებს ვიმეორებდი განუწყვეტლივ.
ყველაფერი მინახია ამ ცხოვრებაში (შიმშილის გარდა) წამებიდან დაწყებული, სხვისი ნეხვის წმენდით გაგრძელებული და უძვირფასესი ადამიანისთვის სულში ჩაფურთხებით დამთავრებული, მაგრამ არაფერი არ ყოფილა ჩემთვის ისეთი საშინელი, როგორიც 10 წუთიანი დაშვება იმ დაღმართზე.
ფეხს ძლივს ვადგავდი. თუმცა ერთი ნაბიჯი წინ, გულში ორ ნაბიჯს უკან უდრიდა.
მაგრამ მაინც წინ მივდიოდი
ასე ჩავედი ბოლომდე. და ცოტახანს გავჩერდი გასასვლელთან.
სულ ელემენტარულ მიზეზს ვეძებდი, რომ უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ ვერაფერი ვნახე.
აქ მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. ადამიანს უბრალოდ არ შეუწძლია ამის გაძლება. პირველად ცხოვრებაში, თავი თავიდან ბოლომდე დამარცხებულად, განადგურებულად და მიწასთან გასწორებულად ვიგრძენი.
თვალებზე ცრემლი მომადგა.
აქ უნდა შეწყდეს ამბავი, მაგრამ მერე რაღაც მოხდა.
წინ ერთ-ერთი ჯგუფელი შემომეყარა, გადამკოცნა, მომიკითხა, ჩემი კოჭლობის ამბავით დაინტერესდა და თან მითხრა, რომ მანტიების ჩაბარება იქვე, ზემოთ შეიძლებოდა.
უცებ გამიხარდა. მიზეზი ვიპოვე ასასვლელად და წავყევი მას
გზაზე თბილად ვილაპარაკეთ. ამასობაში ჯგუფის ძირითადი ნაწილი ბრუნდებოდა. და გზაზე შევეჩეხეთ. ზოგიერთს მივულოცე, ზოგიერთისკენ თვალი ვერ გავწიე.
არ არიან ცუდი ადამიანები არც ერთი, ეს არ გეგონოთ.
უბრალოდ მათ არ იციან. მხოლოდ ჩემმა გოგომ იცის.
მათაც არ იცოდნენ, რომ მანტიები უნდა ჩავაბაროთ აქ და წავედით ყველანი ზემოთ.
ჩემი ქალბატონი, რაღათქმაუნდა, ჩქარობდა, რომ ჩემგან შორს წასულიყო, მაგრამ მე ამ უბედურ ფეხს ავუჩქარე და მის უკან ვიარე ცოტა.
სიმშვიდის გრძნობა დამეუფლა. დიდი ხანია, არ მქონია. მის ახლოს რო ვარ, ასე მგონია, ყველაფერი კარგად იქნება.
მერე რიგში ჩავდექით. გამიმართლა და მის უკან მოვხვდი კვლავ.
რამოდენიმე წუთს მომეცა საშუალება, დაუბრკოლებლად მეყურებინა მისთვის.
ეს წუთები...
და მერე რაღაც მოხდა. მას უარი უთხრეს მანტიის ჩაბარებაზე.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ბუნებრივად, საიდანღაციდან ამომივიდა ეს კითხვა
"რაო, არაო?"
და მერე, პასუხი მივიღე
"ნწ".
ეს არაბუნებრივი იყო. მას არაფერი არ უნდა ეპასუხა და უნდა დავეიგნორირებინე.
ადრე ორჯერ მქონია ესეთი შეგრძნება.
ერთხელ, როდესაც მაისში შემეხო. მაშინ თითქმის მთელი სიუჟეტი ჩამოვაყალიბე ნაწარმოების
და მერორე იანვარში, როდესაც მე შევეხე. მაშინ, მარტო კიბეებზე ჩასვლის პერიოდი მეყო რომ ერთი მთავარი გმირის პერსონაჟი ამეწყო გონებაში
რა საინტერესოა
როცა საფიქრალია, და პრობლემაა გადასაწყვეტი, კარგ ხასიათზე უნდა ვიყო
და ყველაფერი გამოდის.
როცა საწერია და სამუშაოა, მაშინ საშინელ ხასიათზე უნდა ვიყო და ყველაფერი გამოდის.
ისე, წარმომიდგენია, ის რომ ჩემი გახდეს, რა შედევრს დავდებ მაგიდაზე სამ დღეში
ლოოოოოოოლ
ნუ მოკლედ ბოლოს მაინც მომიშორა თავიდან და წავიდა.
მარა "ნწ" ჩემთვის საკმარისია
ჩემთვის ყოველთვის სულ მცირედია საკმარისი.
წამოვედი და ვფიქრობდი, რომ ეს ნაწარმოები ჩემი მისიაა.
ის, რაც უნდა გავაკეთო
ნებისმიერ ფასად.
სანამ მას არ დავამთავრებ, არასდროს არაფერი გამომივა და ყოველთვის ესე ვიქნები.
ხოდა სულ რომ თავი მოვიკლა, ეხლა უნდა დავწერო.
მარა, უკანა გზაზე მათხოვარმა მითხრა "დამეხმარე ბებია"
შევხედე, ინსტინქტურად გავეცი პასუხი "მეც დამეხმარე, ბებო"
და აი მაშინ ცრემლები ვეღარ შევიკავე.
ეს ყველაფერი ცოტა ხანს გადამადებინე გვერდზე ღმერთო
და მომეცი ძალა, დავამთავრო ის, რაც ჩემი დანიშნულებაა.
მერე მომტყვნია პატრონი."
კიდევ უფრო გაშლილად შეიძლებოდა, მაგრამ რაღა აზრი აქვს.
This post has been edited by DrJohnes on 11 Jul 2014, 18:44