დრო არ მყოფნის.
რამდენი რამის მოსწრება მინდა.
თავიც არ მაქვს თუმცა და ხანდახან ხალისიც.
წვეთებს მომაწვდიდეს ახლა ვინმე))
ვარჯიში მინდა,რატო ვჭამე

ცხელა.
ჰაერი, სიგრილე და სიმშვიდე მაკლია.
მწვანე მთები
ნიავი
და სიცოცხლეს რომ გრძნობ მონაბერი ქარიდან
მთელი სხეულით შეიგრძნობ ჰაერს
ღრმად ჩასუნთქვა რომ გინდა და არ გყოფნის
მოწყვეტილი რომ ხარ ყოველდღიურ პრობლემებს,წუწუნს და უაზრობებს
გრძნობ უამრავ რამეს ერთდროულად და მაინც არ გყოფნის შეგრძნებები
ყველა უჯრედი გათიშულია თითქოს და ისვენებ
ფიქრის გარეშე.
მდინარის ხმაც განუწყვეტლივ გესმის
და არ გბეზრდება..
დილით გაღვიძება ამ ყველაფერში.
თავი სიზმარში გგონია.
გინდა უსასრულო იყოს ეს წუთები
გინდა რომ ისიც გვერდით გყავდეს.
რომ დაცულად იგრძნო თავი

ეს არის ალბათ ბედნიერება.