#42658056 · 26 Oct 2014, 11:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როდესაც საკუთარი მოსაზრება გგონია ობიექტური, მაშინ შენს თავთან იმის უფლებამოსილებაც გაქვს სხვის აზრს არასწორი უწოდო, მათ შორის გააკრიტიკო, ეკამათო თუ ვერ დაუმტკიცე და ბაგაჟი არ გეყო მერე აგრესიული ხდები და თუ საჭირო გახდა შეურაცყოფაც მიაყენო სიმართლის სახელით. იმიტომ რომ სიმართლე შენს მახარესაა, შენ ხომ ობიექტური ხარ .
ან არ ეკამათო, უბრალოდ პირდაპირ აგინო, სალაპარაკოც რა არის, საკმარისი არაა რომ ისე არ აცვია როგორც შენ, ან როგორც მიღებულია, ისე არ ფიქრობს როგორც შენ, ან როგორც მიღბულია, უცნაურია, რატომ არის უცნაური? რათ უნდა ეგ? იმიტომ რომ ის არ მოსწონს რაც შენ, ისე არ ცხოვრებს როგორც შენ, ის ფასეულობები არ აქვს რაც შენ. არ მონაწილეობს იმაში რაშიც შენ. რიტუალები კიდია, რომელსაც შენ იცავ მათ, მაგრამ არ იცი რატომ იცავ, და ამით შეურაცჰყოფას გაყენებს.
მერე თუ ვინმე გეტყვის, რომ რა გინდა თავისთვის იყოსო შენ ეტყვი როგორ იყოს, ოჯახში მივარდება თავისი უცნაურობითო იტყვი, ბავშვებს რა მაგალითს აძლევსო და ასე შემდეგ ხოდა კიდევ ერთხელ შეაგინებ და ეგაა.
QUOTE | როდესაც ადამიანი არ მოგვწონს, რატომ ვაყენებთ შეურაწყოფას |
|