ჩემთვის ბედნიერებას ხარისხი არა აქვს, ის ან არის ან არაა, ზომა-წონას ვერ გაუზმოავ,ისევე როგორც სიყვარულს.
მე ბედნიერი ვარ ყოველთვის და ჩემდაუნებურად.
თუმცა არა მშვიდი და კმაყოფილი, ეს ორი რაღაც არ მაქვს და ისიც ვიცი რატომაც და ისიც ვიცი როგორ უნდა ვიყო და არც მოქმედება მეზარება.
უბრალოდ, არის გარემოებები,რასაც დრო უნდა ან თავად არ შეგიძლია შეცვალო მოცემულობა... თურმე ასე ყოფილა.
ადრე ყოველთვის ამოსავალი წერტილი ჩემი თავი მეგონა, უფრო სწორედ ვუგულებელყოფდი გარემოებებს. ეგ კიდევ ობიექტური მიდგომა არ ყოფილა.
თუ ობიექტურობაა ობიექტური იყოს, თუ სხვას არაფერს აბრალებ ობიექტურობის სახელით, ნურც იმას დაიბრალებ, რაც შენი ბრალი სულაც არაა.
ხოდა ცხოვრება კი არადა დრო მიდის, შენი საკუთარი დრო.
დრო მოვა კიდევ დებილი ფრაზაა, დრო როგორ მოვა,როდესაც ის არის სულ და მასში ხარ შენ, პაწაწინა ნაწილაკი