Chupa Chupsგგონია, რომ იუმორის გრძნობა გაქვს, თან კარგი. სულ ტყუილად
ზოგჯერ უსაფუძვლოდ აგრესიული ხარ. ისე. რომ ვერ მიხვდება ადამიანი, რას ერჩი. უკეთებ შეფასებებს მაშინ, როცა საჭირო არცაა.
შენ გგონია, უტყუარი შეფასებები გაქვს. ყველაფერს სწორად აღიქვამ. მოკლედ, რაღაც შენი შეფასების კრიტერიუმები გაქვს. ამ კრიტერიუმებში მოქცეულ სივრცეს ვერ სცდები. დაშტამბული აზროვნება

და ცოტა არ იყოს, ხისთავიანობა არის ეს.. მაშინ, როცა საპირისპირო წარმოდგენა გაქვს თავზე.
ხშირად ავარდები ხოლმე რაღაცებზე, უაზროდ.რაც კომპლექსების ბრალი უნდა იყოს.
მაგრამ ავატარზეც გეტყობა.
გინდა ძლიერი, მიმზიდველი ქალი იყო.
რომელიც ურთიერთობებში მარტივად გამოხატავს თავს. შეუძლია ბავშვურიც იყოს, ოღონდ ისე, რომ სხვების თვალში კვლავ საინტერესო და ჭკვიანი დარჩეს.
სნობიზმი გახასიათებს. ე.წ. თანამედროვე სნობიზმი. იმათ, ვინც შენს შეფასების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს/ შენს შეხედულებებს არ იზიარებს და განსხვავებული გემოვნებაც აქვს ( გექნება მიუღებელი მსოფლმხედველობისა და გემოვნების ტიპები შემჩნეული) , ზემოდან დასცქერი

)) ძალიან დაბალ დონედ აღიქვამ.
ეს შენი მოთხოვნა უმოწყალოდ დახასიათების, იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ გინდა დახასიათებაზე იღადაო.
და ამით ყურადღება მიიქციო.
ვერ იტან უყურადღებობას. სხვისი დაცინვაც სიამოვნებას განიჭებს. ძალიან ერთობი.
შენი უარყოფითი თვისებებიც მოგწონს - ასე წარმოაჩენ სხვებთან..
+ ზერელე, ზედაპირული ხარ.
არ ვიცი, ამდენი რამის ჩამოწერა როგორ არ დამეზარა.
პრობლემები მაქვს აშკარად