salamander_rარაფრის
მაშინ ბროკსაც დავახასიათებ ეხლა
* * *
Brockაჰაა მოვედი, თუნდაც ლახვარი დამეცეს..
პირველი რაც შენ დახასიათებაზე მომდის უმაღლესი კრიტიკოსი,
გიყვარს კრიტიკა, არამხოლოდ სხვების არამედ საკუთარი თავისაც..
მხოლოდ საკუთარ თავთან გამოტყდები ხოლმე, სხვები თუ იმავეს აღნიშნავენ შეიძლება უარყო..

იდეაში სხვების აზრით ნაკლებად ინტერესდები, მაგრამ რეალურად დიდი ინტერესით ისმენ/კითხულობ..
ახალი გამოწვევეისთვის ყოველთვის მზად ხარ,
თავიდან შეიძლება სირთულედ მოგეჩვენოს, მაგრამ მაშინ როცა მარტივად მიღწევადი ხდება მოტივაციას კარგავ,
სიახლის ძიებაში ხარ და პოულობ კიდეც,
ბევრი ლაპარაკიც უნდა გიყვარდეს,
ხშირად სიმართლეს ამბობ, მაგრამ ეს სიმართლე ბევრს აღიზიანებს შენ კი იმის ნაცვლად რომ გაჩრდე კიდევ უფრო აგრძელებ,
განა იმიტომ რომ მისი ცნობიერება გაზარდო ეს მაგრად გკიდია, შენ განიჭებს სიამოვნებას და არ იღლები.. )))))
ურთიერთობებში სითბოს ნაკლებად გამოხატავ, თვლი რომ ეს შენი სტილი არ არის,
თუმცა თუ ადამიანის მიმართ დადებითად ხარ განწყობილი ქათინაურებიც არ გენანება..
უფრო ფრთხილი, დიდხანს ზომავ სანამ გადაჭრი..
წესრიგი და დისციპლინა ხუთიანზე გაქვს ..
აზროვნებასაც არ უჩივი, პრაქტიკული ხარ და ილუზიებით ნაკლებად ცხოვრობ..
უფრო ცვალებადი ხასიათით, დღის განმავლობაში შეიძლება რადიკალურად შეგეცვალოს ხასიათი სიტუაციისდა მიხედვით, ან სულაც უმიზედოდ..
გულწრფელიც მხოლოდ ვიწრო წრეში და ახლო მეგობრებისთვის..
თუ კიდევ რამე გამახსენდა ჩავამატებ, ჯერ ეს შემიფასე