daniel_kowalskiშევეცდები დანაპირები შევასრულო და დაგახასიათო ..
ლოიალური და პატიოსანი ხარ . გაღიზიანების შემთხვევაში მიდრეკილება გაქვს ბოროტების გამომჟღავნებისკენ.
დეპრესიული განწყობა.. განვითარებული, დასრულებული და სულიერი..
ძალიან პირდაპირი და რასაც ფიქრობ პირდაპირ ამბობ ყოველგვარი შელამაზების, პირფერობის გარეშე
შესაძლოა უხეში და უყურადღებო მოეჩვენო სხვებს.
ერთგული, მტკიცე და სიღრმისეული,
გონება ცხოვრებისეული არსის ძიებით არის დაკავებული.
ცხოვრებას ირონიულად და ეჭვის თვალით უყურებ,
ცდილობ იპოვო პასუხი ღირს თუ არა ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის/მომავლისთვის
ყელში გაქვს ამოსული ყოველდღიურობა და გაქცევა გინდა ამისაგან.
ემოციური და მგრძნობიარე ხარ, ხშირად გარემოებებს იმაზე მძფრად აღიქვამ ვიდრე რეალურად არის..
გულჩვილიც მაგრამ ამას დამალვას ახერხებ
ამაყი და გულჩათხრობილიც, იშვიათად გულახდილი, ამასთანავე კეთილი და უბრალო გულის პატრონი..
ზოგ ამხანაგს ისიც გონია რომ მათ ბავშვებად ან ნაკლებად განათლებულად თვლი და ქედმაღლურად უყურებ, ყურადღების ღირსადაც არ აგდებდე.. ზოგჯერ ასეც არის, ცხოვრებისადმი/ბრბოსადმი სკეპტიკურად განწობილს ცინიზმი საუკეთესო დამოკიდებულებად მიგაჩნია
გიყვარს ინტელექტუალური დისკუსიები.
მარტო ყოფნაც გიყვარს..
საუბარში მხოლოდ მაშინ ერთვები როცა შენთის საინტერესო თემაზე საუბრობენ
გიყვარს იდუმალება, არ გიყვარს საკუთარ თავზე საუბარი,
ერიდები საკუთარი ემოციების ბოლომდე გამომჟღავნებას, ხშირად შენი იდეები სხვებისთის გაუგებარი და მიუღებელია .. ასეთებთან პოლემიკაში შესვლას კი გირჩევნია თავიდანვე უარყო და დააიგნორო ან ირონიით უპასუხო..
Я не нарушаю правила, я просто живу по своим...
Когда вам не дают роли, которой вы заслуживаете, надо написать ее самому..
ბრბო ნედლი მასაა, რომლისგანაც ხალხმა უნდა გამოთალოს ხალხი..