Artistშენც გიყვარს გონების თამაშები შერლოკივით,
სიამოვნებას თავად პროცესი განიჭებს და არა სხვების შენი ნიჭის აღიარება, რომელიც გსიამონებს, მაგრამ მთავარი გამოწვევა არაა, მთავარი უფრო მეტად შენივე მიღებული სიამოვნებაა გამოცანების ამოხსნის.
საერთოდ გონების თამაშებით სექსზე ნაკლებ სიამოვნებას არ იღებ

, და ტვინი მთავარი ეროგენული ზონა გაქვს.
ზოგადად ძალიან კომუნიკაბელური არ ხარ და სიჩუმე გირჩევნია იქ, სადაც არ გელიან და არ გეძახიან.
თუმცა, როდესაც გეძახიან და ჭირდები, უარს არავის ეუბნები.
არ მოგწონს, როცა გაწუხებენ, ან რამეს გაძალებენ, ამიტომაც არც შენ ცდილობ ზედმეტად გამოჩნდეს, ან თავი შესთავაზო ვინმეს.
ცოტა პასიური მდგომარეობით უკმაყოფილო არ ხარ, ნორმალური სიტუაციაა შენთვის.
გიყვარს სიახლეები და მასში მონაწილეობა, მაგრამ ზედაპირული არ ხარ ხოლმე, ამიტომ უმეტესი გართობა თვლი რომ შენი არაა.
რაც იცი, ის გადამოწმებული და ბოლომდე შესწავლილი გაქვს, იშვიათად ხარ იმ საქმეში რაც არ იცი და იქ პირდაპირ აკეთებ დეკლარირებას, რომ სწავლის პროცესში ხარ.
მიდებ, მოდება არ გიყვარს და გირჩევნია ხალხმა ერთი კონკრეტულის სრულყოფილად მცოდნედ ჩაგთვალოს, ვიდრე ყველაფერს მოდებულად და ზედაპირულად.
ტექნიკაში ერკვევი, შეიძლება შენი სპეციალობა არაა, მაგრამ საშუალოზე მეტად.
ინტუიციური ალღო გაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკურ სიტუაციებში თავს თავისუფლად გრძნობ. ხშირად რაღაცა უბრალოდ იცი, და ამის მერე პოულობ მის ლოგიკურ ახსნას.