
მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანშია ყველაფრის ნიჭი.
განვითარების გარეშე ნიჭი ხუნდება, ცვდება, იკარგება...
VII კლასის მერე სახლში გაკვეთილი არ მისწავლია, შესვენებაზე ვკითხულობდი, ერთხელ.
ოქროს მედალოსანი ვარ, ოღონდ ოქროს მედლის გარეშე. ჩემ თაობას მხოლოდ დიპლომები მოესწრო, მწვანე

)
უნივერსიტეტში კი, წითელყდიანი გადმომცეს...
სამაგიეროდ, ჯიპაში "ავიშვი".
ჯგუფელებმა ჯგუფი შექმნეს ფბ-ზე Golden Generation დაარქვეს.
კარგი ბავშვები იყვნენ.
უმეტესობა კარგად სწავლობდა, კრეატიულები და მეგობრულები.
რამდენიმესთან დღემდე ვმეგობრობ.
ერთხელ, თითოეული სტუდენტი დაახასიათეს იუმორით ამ ფეიჯზე და ჩემს გასწვრივ მიაწერეს - ადამიანი, რომელსაც არცერთი ლექცია არ გაუცდენია

მხოლოდ იმ ლექციებს ვესწრებოდი, რომელიც საინტერესოდ მიმაჩნდა.
თან, უმძიმესი პერიოდი დამემთხვა - გაურკვევლობის, შიშის, სიგიჟის...
სიამოვნებით ვისწავლიდი აკადემიურ დონეზე, დღეს.
მაგრამ საქართველოში - აღარ