Eirene
ანომალია

   
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 869
წევრი No.: 138190
რეგისტრ.: 8-November 11
|
#42585821 · 19 Oct 2014, 12:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ მშვენიერ უბედურ დღეს გავიღვიძე, თავი ვიგრძენი არაჩვეულებრივად უბედურად, ჰაერიც უბედურების, უიმედობის სუნით იყო სასიამოვნოდ გაჟღენთილი. ჩემდა სასიხარულოდ, მობილურზე ტექსტური შეტყობინება დამხვდა - 12-ზეა გამოსვენება, თუ შეძლებ, მოდი. მივიდოდი, რა თქმა უნდა და მათთან ერთად ბევრს ვიტირებდი კიბოთი გარდაცვლილი დედის გამო, თუმცა წელის ტკივილის, ცისტიტის და თამაშისმოყვარული წნევის გამო, ასევე იმიტომ, რომ ხელფასამდე სულ რაღაც 15 ლარი დამრჩა, თავი შევიკავე. იყოს, სახლშიც მოვახერხებ, ვიყო ყველაზე უბედური, გადავწყვიტე მტკიცედ და დარდის დასამატებლად ტელევიზორი ჩავრთე. სიმსივნით დაავადებული ბავშვები, დაჩაგრული ბოშა ქალები, ნაგვით გავსებული ქვეყანა და სოციალური გაჭირვება. ეს სწორედ ისაა, რისი ხილვაც მინდოდა ამ დილაადრიან. წუხილით დამუხტულმა სლუკუნით გამოვრთე ტელევიზორი, თან სინანულმა მომიცვა, რატომ აქამდე არ ვუყურებდი ამ საოცარ ყუთს. ჯეზვეთი ყავა დავადგი ასადუღებლად და აბაზანაში შევედი. უცებ საკმევლის სუნი მეცა, რომელიც სინამდვილეში დამწვარი ყავის სუნი იყო. ყავა დავლიე და ის ჩასუქებული, გულისამრევი გამომეტყველების მქონე პატივსაცემი კაცი გამახსენდა, დილით რომ კარზე დააკაკუნა, იმის გამო რომ 100 ლარიანი სესხი გამოუტანა დედაშენს, რომელიც თავის თავნიან-პროცენტებიანად ჩაბარებული იყო, უბრალოდ დახმარებისთვის გასამრჯელოს ითხოვდა, თან სრულიად სამართლიანად. აბა ამხელა წონა რომ აწია, 10 მეტრი გაიარა და თავისი პირადობით (!) ამდენი წლის ნაცნობს პატივი სცა და სესხი გამოუტანა, დასაფასებელი არ იყო? თან უაღრესად კეთილი გულის პატრონმა თავად შესთავაზა. თორემ ვაი და ფული ჩემთვის გამერთმია დედას და დაეტოვა აღნიშნული კაცი პატივისცემის გარეშე? ფრიად გაავებულმა ყავა ბოლომდე დავლიე და გულში საამური ჩხვლეტა ვიგრძენი. ანდაც ბატონი რამაზი, როგორც თვითონ გამეცნო.. რამდენი იწვალა, რამდენ ინსტანციაში არკვევდა ჩემს ტელეფონის ნომერს, სანამ უშუალო უფროსს არ გამოართვა და შეხვედრა არ შემომთავაზა. საწყალს, როგორ გადავასხი ცივი წყალი, როცა მოულოდნელი, უსიამოვნო ინფორმაცია მომაწოდა ელვა სერვისისთვის 8000 ლარის ოდენობით დავალიანების გადასახდელად აღიარების თაობაზე და როგორ ეგონა, რომ შევშფოთდებოდი, გული ამიჩუყდებოდა და ჩემს თავზე ავიღებდი ყველაფერს. მე კი, მე არაადამიანმა, თაღლითობაში მისი დისტრიბუტორი დავადანაშაულე, ავუხსენი, რომ ვერც აღსრულება წაიღებდა დედაჩემის სახელზე რიცხულ ქონებას, იმიტომ რომ ამგვარი ქონება ბუნებაში არ არსებობს, რომ სანამ რეალურად არ გაირკვევა ვის ჯიბეში წავიდა ის ფული, მანამდე ხელის განძრევას არ ვაპირებდი. ხანდახან ნამდვილი უსულგულო ვარ, განა შეიძლება ამხელა დირექტორ კაცს ასე მოექცე? ნოტარიუსთან ხომ აღიარა ფულის დანაკლისიო, ბოლო იმედს ებღაუჭებოდა, მე კი - ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფული დედამ აიღო, ან დანარჩენებზე რას იტყვით, ზოგი რომ თავს იწამლავს და ზოგი რომ ბინას იპოთეკაში დებს, თქვენი ე.წ. დავალიანების გადასახდელად მეთქი. უჰ, რა სასტიკი ვარ, ასეთი პატარა და უკვე ასე სასტიკი. თან ამაზე არ შევჩერდი, მოვედი სახლში და დედასთან მოლაპარაკება წავრმართე, სარჩელი შეეტანა მათ წინააღმდეგ. დაგროვილი ბოღმა ფრთებს შლიდა, გავანადგურებ, გავაცამტვერებ.. კიოდა სული, დაძონძილი, დაპატარავებული და გაჭაღარავებული სული. გიყვარდეს მტერი შენი, გძულდეს ცოდვა მათი და არა თვითონ ისინი. გიყვარდეს მჩაგვრელნი შენი, შენს ხარჯზე ხელის მოთბობის მსურველები, ავები, წურბელები, გახსოვდეს, შენც მათნაირი ხარ. სწორედ მათ გამოა დღეს ასე უბედური ეს სასიამოვნო დღე. და ასევე ასეთ უბედურ დღეებს ვუსურვებ, ყველა საყვარელ, ფუმფულა მტერს, არ დალეოდეთ ასეთი დარდიანი და უიმედო დღეები. ისევ მათდამი სიყვარულის გამო... <3
--------------------
падать не страшно, страшно никогда не летать.. ))
Did I tell you how divinely and utterly happy I am?
|