" And Who Are You.. And Who Are You... "
და მართლა მეფიქრება... Who Am I? საიდან მოვდივარ და საით მივდივარ?
ვინ ვარ მე?!
არაფრით გამორჩეული, მაგრამ ვიღაცისთვის განსაკუთრებული.... არაფრით შესანიშნავი, მაგრამ ვიღაცისთვის სრულყოფილი...
სიტუაციის შესაფერისად ვთამაშობ და ასე თამაშ-თამაშით გადის წამები, წუთები, საათები და საუკუნედ ქცეული რამდენიმე დღე...
მე უბრადოდ ვთვლი რომ ადამიანმა საქმე ისე არ უნდა გაიხადოს, რომ ბოდიშის მოხდა დასჭირდეს! თუმცა მაინც... მაინც მებოდიშებიან! ნუ იხდით ბოდიშს არსებობისთვის! ბოდიში უნდა მოიხადოს მან, ვინც თქვენში არსებობს, თუმცა ამის უფლება არ აქვს!
ნუ ეცდებით ჩემს გამოცნობას, რადგან ვიცი რომ იმედი გაგიცრუვდებათ. თქვენ ვერასდროს შეძლებთ ჩემს წაკითხვას და როცა იგრძნობთ რომ ჩაწვდით ჩემს შინაგანს, როცა ჩათვლით რომ კარგად მიცნობთ, სწორედ მაშინ დაგარწმუნებთ იმაში რომ, თქვენ მე საერთოდ არ მიცნობთ.
როდესაც გგონიათ, რომ ვთამაშობ, ზუსტად მაშინ ვარ გულწრფელი და როცა ფიქრობთ რომ გულახდილად გესაუბრებით, მაშინ ვთამაშობ ყველაზე კარგად.
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება იდეალებს ვეტრფი... ზღაპრულ სამყაროს...
ადამიანებს, რომელთაც დაბადებიდან გამორჩეულობის დაღი აქვთ დასმული
ვინც არ ეგუება ჩარჩოებში ჩასმულ სტატიკურ ყოფას ...
ვინც ცდილობს, თავადაც შექმნას რამე ღირებული, დასამახსოვრებელი ... ვისაც უნდა, რომ სხვების ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილება მოახდინოს...
ვისაც შეუძლია უყვარდეს, უანგარო, ბავშვივით წმინდა და სათუთი სიყვარულით ...
ვისაც შეუძლია ერთგულება ...
ვისთვისაც მეგობრობა სულ სხვა კატეგორიაა, ამოუხსნელი და ყოვლისმომცველი ...
ვისაც ღიმილი და პოზიტივი არ ენანება, თუნდაც ქუჩაში მიმავალი უცნობი ადამიანისთვის ..
და მაინც, არსებობენ ასეთები?
დროა შევწყვიტო წიგნების / ფილმების იდეალების რეალურ ცხოვრებაში ძიება?
ხანდახან მომინდება წავიდე სადმე, ძალიან შორს.
ვიცხოვრო ჩემს იდეალებთან და ოცნებებთან ერთად.
ალბათ გაცილებით უფრო ბედნიერი ვიქნებოდი.
Я не нарушаю правила, я просто живу по своим...
Когда вам не дают роли, которой вы заслуживаете, надо написать ее самому..
ბრბო ნედლი მასაა, რომლისგანაც ხალხმა უნდა გამოთალოს ხალხი..