დეჟა ვუ.
16 ოქტომბერი, 2013.
ბორჯომიდან მოვდიოდი.
ქეთის ზარზე გამოვქანდი - ჯიმი გვიკვდებოდა...
კი არ მოვდიოდი, 180-ით მოვქროდი.
არეული
დარეული
სადღაც ახალდაბასთან წამით გავითიშე და მეორე წამს უკვე თეთრი მანქანის ლოგოს ვხედავდი, მიახლოვდებოდა
არ მახსოვს, რა სისწრაფით გადმოვედი გზიდან
ვასკდებოდი.....
რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიჯექი, გაქვავებული, შიშისგან.
მუსიკა, რა თქმა უნდა, ხეობას აზანზარებდა
გადავრჩი

გადავრჩით, ისედაც. ქეთიც, ჯიმიც და ყველაც....
მანამდე, მთელი ოქტომბრის პირველი ნახევარი.
წყევლა. ჯადო. ჯადოს მოხსნა. სიგიჟე.........................
დედაო ამ პერიოდში გავიცანი.
გოგოებმა მთხოვეს - მანქანა შენი, ბენზინი ჩვენი და წაგვიყვანეო.
ყაზბეგში პირველად ვიყავი
მე, რეზი, დედაო, თამუნა და ნათია.
ეს იყო სასწაულმოქმედი დღე და ჯადოსნური ღამე.
მამა ილიასთან მივედით სტუმრად.
უპოზიტიურესი ადამიანია

ბევრი ვისაუბრეთ. გაგვიმასპინძლდა.
სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ.
მე ვეღარ ვიტან დიდი ხანია კადრში მოხვედრას.
ვიშმუშნებოდი.
შემამჩნია, ალბათ.
დამშვიდობებისას, უცებ მეუბნება : იცი, შენ უნდა გახდე!
ასე, უცერემონიოდ

დავიწყე თავის მართლება

))
წამოვედით.
ზუსტად ერთი წელი გავიდა და მე - ვხდები.
მე...მე..მე
მე ვხდები "მე", ის ვინც ვიყავი, ის ვინც ვარ და ის ვინც უნდა ვიყო.
ჩემი ალტრუისტი დედიკოს დაბადების დღეა დღეს.
დე, გმადლობ, რომ სიცოცხლე მაჩუქე და 4 წელი მელოდებოდით.
მე აუცილებლად გავამართლებ ამ მოლოდინს.
გპირდებით
This post has been edited by სუფთა*დაფა on 16 Oct 2014, 05:52