უხეშ კატეგორიებად რომ დავყო ადამიანების კლასიფიკაცია ჩემს ე.წ. "ემოციურ ბანკში", არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მაგრამ მათი სიმდიდრე ჩემთან ან ჩემდამი დადებითი მოვლენა-ემოციების ქონით არ განისაზღვრება.
აქ ზოგი ძალიან მდიდარია, არადა ცუდი ისტორია აქვს, შავ სიაშია თავისი ემოციური მაქინაციები9ს გამო, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იყოს მდიდარი.
ზოგი კი უწყინარი,ბუნჩულა კლიენტია, თუმცა უღარიბესი.
საბოლოოდ მაინც ბანკი ბანკია.
კი არადა მივედ-მოვედე რაღაცეებს, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ სენსორული ლატარეა მგონია ადამიანების დაკლიენტება ჩვენს "ემოციურ ბანკში" და ზოგჯერ ეგო სულაც არ მონაწილეობს ამ პროცესში.
რას გაიგებ