iirakliiძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია
თსუ-ს "განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტის" პროგრამას გავეცანი და დიახ, ისწავლება კოგნიტური ფსიქოლოგია ^_^ ძალიან გამახარა ამ ფაქტმა.
* * *
GIGABYTE77რაღა დაგიმალოთ და მეც დიდი ხნის განმავლობაში ვყოყმანიბდი ზუსტად ამ ფსიქოტიპებს შორის. თუმცა, ნელ-ნელა, ვლოგების ყურებით, სტატიების და ბლოგების კითხვით, დაკვირვებით შევაგროვე გარკვეული ინფორმაცია მათი განსხვებების შესახებ და შევეცდები დაგანახოთ კონტრასტები:
პირველ რიგში, მკაქციეთ ყურადღება შემეცენბით (კოგნიტურ) ფუნქციებს.
INFJ მათ ამ თანმიმდევრობით იყეებს: Ni Fe Ti Se. ხოლო რაც შეეხება INFP-ს - Fi Ne Si Te.
თუმცა, ძალიან თეორიული არ მინდა პირდაპირ გამოვიდეს, ამიტომ უშუალოდ მაგალითებზე გადავალ რეალურ ცხოვრებაში.
- INFJ არის თავაზიანი და პატივს სცემს ეთიკას.
INFP არის მეგობრული და დიდად არ ანაღვლებს ეთიკა.
- INFJ-ს "პოსტები" ეძღვნება მის გარშემომყოფებს
INFP-ს პოსტები კი ასახავს მის პირად გრძნიბებს და ემოციებს, რაც შეიძლება არ შეესიტყვებოდეს საზოგადოებისას.
- INFJ ემოციებს შეიგრძნობს, ისრუტავს, შთანთქავს.
INFP კი "აირეკლავს" მათ.
მაგ: INFJ იტყვის - "შენი ემოციები ჩემიცაა! მე მას ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარს! იღიმი? - მეც გავიღიმებ. მოიღუშები? - მეც მოვიღუშები! მე არ შემიძლია ისეთ გარემოცვაშკ გაჩერება, სადაც ადამიამები ნეგატიურ განწყობაზე არიან, ის მეც გადმომედება, ამას ვერ ვუძლებ. ამიტომ, მე ასეთ გარემოებებს თავს ვარიდებ!"
INFP იტყვის: "მე ზუსტად ვიცი როგორ ვიგრძნობდი თავს შენს ადგილზე. მე ვიცი რას გრძნობ, რაცგან ის თავადაც განმიცდია. მე მესმის რას ნიშნავს შეურაწყოფისგან მიყენებული ტკივილი - მე არასდროს მოგექცევი ისე, როგორი ქცევაც თავად გულს მატკენდა."
- ვთქვათ, INFP-ს და INFJ-ს უთხრეწ ისეთი რამ, რაც მათ მსოფლმხედველობას/საყვარელ თემებს/ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
INFJ იტყვის: "ეს შენი აზრია. კარგი, თუმცა, გთხოვ, დამისაბუთე რატომ ფიქრობ ასე."
INFP იტყვის: "არა! მე მიყვარს ის! ჩემი აზრით, ის საუკეთესოა! (ანუ, INFP ამას პირად შეურაწყოფად მიიღებს, თითქოს მის "მეს" შეეხნენ უხეშად მის საყვარელ სფეროსთან შეწინააღმდეგებით).
- ვთქვათ, რამეზე დასცინე მათ.
INFJ-მ მოსალოდნელია, რომ შენთან ერთად გაიცინოს და სიმართლე ითქვას, არ მიიღებს მას სერიოზულად, "გაატარებს".
INFP შეურაწყოფილად იგრძნობს თავს, გული ეტკინება, მოიღუშება, საკუთარ თავში ჩაიკეტება და შეიძლება აგითვალისწუნოს კიდევაც.
- რაიმეს ახსნისას:
INFJ ეძებს მის ლოგიკურ აახსნა გარემომცველი სამყაროსთვის დამახასიათებელი მორალის გათვალისწინებით.
INFP ეძებს საკუთარ ემოციურ კავშირს მოვლენასთან და საკუთარი მორალით ზომავს მას.
- ვთქვათ, ორივე ფსიქოტიპი შეაქესდა უთხრეს რომ "ყიჩაღები არიან":
INFJ დაიწყებს ფიქრს "ნეტა, რას გულისხმობს ყოჩაღში? რატომ?"
INFP ემოციურად აღიგზნება, "ყიჩაღს" აიგივებს "კარგის" საკუთარ აღქმასთან. ამიტომ ის იპოვის მის ემოციურ კავშირს ამ კომპლიმენტთან და შესაბამისი ემოციითვე უპასუხებს მას.
- INFJ ცდილობს საკუთარი მოთხოვნილებები გარშემომყოფების მოთხოვნილებებთან შეათანხმოს, რაღა არავის ინტერესი დარჩეს გაუთვალისწინებელი. ის თავს მაინც საზოგადოების წევრად აღიქვამს და მისი ქმედებები, უპირველესად, საზოგადოებრივი განვითარებისკენაა მიდრეკილი.
INFP ცდილობს მის მოთხოვმებს შეუსაბამოს გარშემომყოფთა მოთხოვნილებები და გარემო-პირობები, რაღა უპირველესად საკუთარი ინტერესები არ დარჩეს გაუთვალისწინებელი. ის ხშირად კარგავს იმის შეგრძნებას, რომ საზოგადოების ნაწილია და ზოგჯერ "საყოველთაო კანონების" მოწინაამღდეგედაც წარმოგვიდგება. მისი ქმედებები უპორველესად თვით-განვითარებისკენაა მიდრეკილი.
მიუხედავად ამისა, ორივე ინდოვიდუალისტია.
ასევე, როდესაც რაიმე კარგი და ნათელი აზრი მოუვათ:
INFJ ისწრაფვის ამ იდეის გამოხატვისა და გაზიარებისკენ.
INFP კი მას თავისთვის "ინახავს" და თავს იკავებს გაზიარებისგან.
- პირველი შეხვედრისას:
INFJ ინარჩინებს წინასწორობას და ეთიკას, თუმცა გულის სიღრმეში სურს თავისი რეალური, მშფოთვარე და ემოციური ბუნება რაც შეიძლება "გამომხატველად" წარმოაჩინოს.
INFP კი თავიდან "ველურის" და მეამბოხეს შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ შინაგანად ყოველთვის წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს
აი ეს არის