სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე.. სანამ ტყვიას დაიხლიდე, მანამდე კიდევ ერთ შანსს გაძლევ. ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ!
საკუთარ თავში უნდა აღმოვფხვრა:
1. წუწუნი - რას უშველის საქმეს
2. დაბალი თვითშეფასება - უკეთესს იმსახურებ!
3. სიზარმაცე - ადრე არ იყავი ასეთი
4. უმოქმედობა - დიდი ხანია დინებას მიჰყვები
5. ზედმეტი გულწრფელობა - ყველა იტყუება და მალავს საკუთარ თავს, ნუ იქნები ბატი
6. ზედმეტი ემოციები - არ იფიქრი არაფერზე, ისევ შენზე მოქმედებს უარყოფითად
7. არაორგანიზებულობა - სამსახური, ვარჯიში, სამეცადინოდ წასვლა და მეგობრები ერთ დღეში ძალიან ბევრია, გადაანაწილე სხვა დროს
8. არავითარი ფორუმი და ვირტუალური სამყარო - ვიცი, რომ დღიურს ვერ წერ, იმიტომ რომ შეიძლება დედაშენმა წაიკითხოს, მაგრამ მაშინ რასაც დაწერ, დაწვი. არადა იშოვე უფასო ფსიქოლოგი და გამოუჭედე ყურები
9. მოძალებული პესიმიზმი - მაინც იქნება ყველაფერი კარგად, უსასრულო არაფერი არსებობს
10. მოიშორე ყველაფერი ძველი - ნუ მისტირიხარ ამ 5 წლის წინანდელს, ძველ მეგობრებს, ძველ ნივთებს, ხალხს.. რაც აღარ არის, დაიკიდე. "იყიდე ახალი"
ხვალიდან ვინც ეს ათი წესი დაარღვიოს, ის იყოს.... ის იყოს ცუდი
падать не страшно, страшно никогда не летать.. ))
Did I tell you how divinely and utterly happy I am?