მდაა, ვერ ვიტყვი, რომ თავი გამოვიჩინე. მაგრამ ეს ალბათ გამოუცდელობის, სინელისა და ყურადღებაგაფანტულობის გამო. სამაგიეროდ ეგრევე გამოვასწორე "ლიგამუსში". იქვე ახლოს, წინ მჯდომი გოგონა ამოვარჩიე. მგონი, შეამჩნია კიდეც, დროდადრო შეფარვით რომ გადავხედავდი ხოლმე. აღარავითარი დროში შეზღუდულობა, აღარავითარი უხერხული გადახედვები, აღარავითარი შებოჭილობა თუ დაძაბულობა. სულ ოდნავ გავიჭედე, მაგრამ მთლიანობაში მაინც რიხინ-რიხინით წავიდა. აუცილებლად ვაჩვენებ ქეთის და ამით გამოვასწორებ. დროთა განმავლობაში, იმედია, ექსტრემალურ სიტუაციებშიც ვისწავლი თავის გართმევას. და აღარც ასეთი ნელი ვიქნები. (ნუთუ ჩემს სინელეს რამე ეშველება? ო.ო). და პასიურ ხასიათსა და მსმენელ-მაყურებლის როლით დაკმაყოფილებას თუღა მოვუხერხებ რაიმეს? ოო, რა ვქნა? არ მიყვარს უცხო გარემოში საკუთარი ინიციატივით აქტიურობა. იშვიათად ვშვრები ასე.
ის ინვალიდი გოგონა მართლა რა მაგარი ყოფილა. აშკარად ეტყობა, ნიჭი რომ აქვს. მომეწონა. და ყოჩაღ მის დედას, ასე რომ უწყობს ხელს. საყვარლები.
საერთოდაც, კარგი იყო. <3
ჯერ ვერა. მაგრამ, მოიცა, გავიდეს დრო. იიისე გავიწაფები, როოოომ...
ამას ვუსმენდი იმ სიტყვების დროს.
რა გასაკვირია, პირველად ზუსტად სიტყვა "ჰარმონია" რომ ამომივტივდა. თან ისედაც მიყვარს ეს სიტყვა. სიტყვაც და შეგრძნებაც. (ვის არ უყვარს, როომ.

)