შეიძლება ადამიანის ისე შეცვლა რომ საკუთარ პატრონსაც მისი ამოცნობა გაუჭირდეს ?
შეიძლება ადამიანებში ადამიანის ძებნაში , სულ მუდამ ცარიელ ფიტულებს პოულობდე ?
შეიძლება სიცოცხლე გეკიდოს იმიტომ რომ გჯერა უკეთესი აღარაფერი მოხდება შენ ცხოვრებაში?
ტეხავს...
მაგრამ..
ალბათ შეიძლება... (!)
ჩემთვის საშუალო არ არსებობს...
ან ძალიან ან საერთოდ არა.
არ მესმის სხვისი საშუალო. (ან იქნებ მათი მაქსიმუმია ჩემთვის საშუალო?!)
არ მესმის საერთოდ ეს საშუალოები.
თუ ცხოვრობ - ბოლომდე უნდა იცხოვრო.
თუ მეგობრობაა - თავგანწირვაც კი მცირედია, რაც შეგიძლია მისთვის გაიღო.
თუ მუშაობ - თავდაუზოგავად, დაუზარებლად, მთელი გულით უნდა იშრომო.
თუ ეხმარები - ანგარიშმიუცემლად, დამახსოვრებისა და სანაცვლოს მიღების მოლოდინის გარეშე უნდა გასცე.
თუ გიყვარს - თავდავიწყებამდე უნდა გიყვარდეს.
როგორ მიფრინავს დრო, როცა თავს კარგად გრძნობ..
სამაგიეროდ როგორ მიიზლაზნება, როცა ცუდად ხარ, რაღაც არ მოგწონს.
საათის ისრებიც, თითქოს განგებასთან პირი შეკრაო,
ნელა მიწიკწიკებს და ეს წიკწიკია ჩვენს ისედაც აფორიაქებულ სულს მოსვენებას რომ არ აძლევს...
თავის მოტყუება "საშუალოებით" ეს არის რასაც დიდი ნაწილი ადამიანებისა განიცდის
მაგრამ მე ვერაფერს საშუალოს ვერ ვეგუები ...
Я не нарушаю правила, я просто живу по своим...
Когда вам не дают роли, которой вы заслуживаете, надо написать ее самому..
ბრბო ნედლი მასაა, რომლისგანაც ხალხმა უნდა გამოთალოს ხალხი..