//ყველაფერი კარგად იქნება//
ფართედ განათებული გარემო, თუმცა მაინც ჩაბნელებულის ელფერით
უსარგებლოდ დაღლილი სახეები..
ბევრი ბევრი კვამლი, სიგარეტის..
საშინლად უარყოფითი აურა..
ირგვლივ, ყველგან და ყველაში
წამიერი სიხარულის გამოხატვები, თითქოს უფრო ამძიმებს ამ ერთიან სურათს )
არ გეგონოთ <თანამედროვე მწერლის> თანამედროვე ნაკვესები :დ ერთგვარი მოდა რომ არის (იყო??!) შავბნელ სტილში წერა )) რატომღაც

იმინნა რეალურად მასე იყო როგორც დავწერე, სანახევროდაც არ დამიმძიმებია სიტუაცია.
ჰოდა ამ დროს ტიპი დგება წასასვლელად და გვეუბნება ყველაფერი კარგად იქნებაო :ბის:
აკეთებს წამიერ პაუზას და იღიმება )
რა დონეზე აბსურდულად ჟღერდა ეს ყველაფერი ვერ წარმოიდგენთ)
სრულიად უცხო გარემოში,სრულიად უცხო ადამიანი მიმართავდა სრულიად უცხო ადამიანებს ზებანალური და გადაღეჭილი ფრაზით
და ჩვენ დავიჯერეთ )
ერთი ერთზე რომ უზიხარ ტიპს, გულს გიშლის , იმინნა უსმენ და რამე, იმას რომ ეუბნები ამ სიტყვებს რაღაც არადამაჯერებლად ჟღერს ხოლმე და აქ შეგვვისრულა მასტმა :დ
მევასება ეგეთი მომენტები)
ყველაფერი კარგად იქნება ხალხ

იპოვით პრინცებს, შეურიგდებით თქვენებს , ჩასწვდებით საკუთარ თავს, აიხდენთ ოცნებებს, გადალახავთ პრობლემებს,გამოასწორებთ მიმდინარეს, დაგეგმავთ მომავალს, დატკბებით წარსულით, დაიმუხტებით პოზიტივით, მიხვდებით მისახვედრს, დაიკიდებთ დასაკიდებელს და ასე შემდეგ !
ნუ დავიკარგებით წარსულში, რომელიც ერთგვარი სულიერი ჭაობია და სადაც თავად ბედნიერებაც კი სევდის მანტიით არის შემოსილი..
4.99 დოლარიანი რჩევა : ))
Bla Bla Bla..