შენი ძაღლი - ბო.
შენ თაფლისფერი.
9
უცნაურია, როცა ფუღურო ვხდები, შენთან საუბარი მინდა.
K-PAX -ზეც ხომ შენ გწერდი წერილებს

მოვიტყუე, ხო.
მოვიგონე ისტორია, რომ პატარა პრინცი ხარ და იქ ხარ.
რატომ მოგკალი?
ასე უფრო მიადვილდებოდა, ალბათ, შენთან საუბარი....
ავიხლართე, იცი.
სხვების და საკუთარ ქსელებში.
მინდა ნაპირზე გამოსვლა.
არაჟნის ქილაში ჩავარდნილ ბაყაყს ვგავარ - კარაქად უნდა აქციოს, თორემ დაიხრჩობა.
ვერ ვიტან ზანგებსო.
შავკანიანები კიარა, ასე თქვი.
ვიკამათეთ.
მე მიყვარს.
ვცხოვრობდი და ვიციო ყველაზე ბინძური ხალხიაო.
შენ ხომ ლგბტ ტიპების მიმართაც კი შემწყნარებელი იყავი, "შავებმა" რა დაგიშავეს?
სად ხარ? როგორ ხარ?
მინდა იყო უმაგრესად!
შენნაირ ადამიანს არ ვიცნობ.
უ კ ე თ ი ლ ე ს ო
შენ რომ არ მყოლოდი, მაშინ, უღრან ტყეში დაკარგვას ვერ გადავიტანდი......
4 შვილი მინდაო , აქედან 1 უნდა ვიშვილოო
მე ვერ ვიშვილებ, მაგრამ ერთ ბავშვზე მეურვეობას ავიღებ, გპირდები.
ჩემო თბილო თბილო თბილო
შენნაირი ადამიანების გამოა ალბათ, რომ ღმერთი ჯერ კიდევ გვაკვირდება, წარღვნამდე. რომ კიდევ დარჩით.
კი ვიმსახურებთ
This post has been edited by სუფთა*დაფა on 23 Oct 2014, 03:20