#44263112 · 8 Apr 2015, 16:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თავდაპირველად განმარტოვდით. დასაწყისისთვის საკუთარი თავისგან სიამოვნების მიღება ისწავლეთ. თავდაპირველად გახდით იმდენად ბედნიერი, რომ მნიშვნელობაც არ ჰქონდეს, არსებობს თუ არა ვინმე თქვენთან ერთად; ამ შემთხვევაში თქვენ სავსე ხართ, გადავსებულიც კი. და თუ არც არავინ მოვა, მაინც ყველაფერი კარგად იქნება – არაფერს დაკარგავთ. არც არასოდეს დაელოდოთ, რომ ოდესღაც ვინმე მოგადგებათ კარზე. თქვენ სახლში ხართ. თუ ვინმე მოვა – კარგია, შესანიშნავი; თუ არავინ მოვა – მაინც კარგია და შესანიშნავი. მაშინ თქვენ შეძლებთ, თავად წახვიდეთ ურთიერთობაზე და ამ შემთხვევაში თქვენ იქნებით ბატონი და არა ყმა, იმპერატორი და არა ღატაკი.
|