ადრე ათასი ჰობი მქონდა მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ერთი მეორის მიყოლებით უჩინარდებოდა ყოველი მათგანი
პიკაპის ტიპი რომ ვიყო, სიამოვნებით შევაგროვებდი გოგოებს ისე
ფილმების დვდდისკების შეგროვება მიყვარდა ღრმა ბავშობიდან მოყოლებული, მერე ინტერნეტი რაც გამოვიდა, დავკარგე მუღამი, უფრო სწორად არ გავგიჟებულვარ ისევ რომ გამეგრძელებინა
ვინჩესტერის გაქანება და სულ ბლუ რეიში ჩაყრი ფილმებს, დისკების ეპოქა მაგარი იყო არადა

ხალხს დაპატიჟებდი იშვიათი ფილმის სანახავად, ჩაუსხდებოდით.
პრინციპში ეს ერთი ცოტა სერიოზული ჰობი მქონია, სხვა ისეთი ვეღარაფერი გავიხსენე
წიგნებს მარტო 1 წელი ვაგროვებდი ასე, მერე მომბეზრდა, მაინც არ ვკითხულობდი
ისე წიგნების შეგროვებასაც რა აზრი აქვს, ინგლისურად ნებისმიერი წიგნის გაჩითვა შეიძლება პირატებზე, ძაან ბევრი აუდიო წიგნის დაჟე.
ბაღის მოვლა მიყვარდა ბებომ იმდენი ყვავილები იყიდა, ბუჩქები და ათასი რაღაცეები , მაგრამ ყველა ახლო ახლოს დაარგვევინა, არ უფიქრია რომ გაიზრდებოდნენ, მერე ზოგი ბუჩქი გახდა, ზოგი პალმა გადაიხლართა, ძაან ძაან ბევრი კარგი ბუჩქები ყვავილები და პალმები ზოგი არასწორი მოვლით დახმა მზეში მორწყვით + უამრავი მცენარეები სუყველა ერთმანეთთან ძაან ახლოს იყო დარგული + ძაან ცუდ ადგილას იყო დარგული ბეტონიანი ყოფილა ეს მიწა
მოკლედ მერე გადავრგეთ , ხან მეც ვრგავდი ხან სხვებიც მემარებოდნენ, მერე ცუდად გაგვითვლია აღმოჩნდა, კიდე იზრდებოდნენ, მერე კიდე გადავრგე, მერე ერთი წლის მერე კიდე გადავრგე, და სასაცილოა დღესაც გადასარგველები არის უფრო შორს შორს კიდე. ადგილი კი არის მაგრამ წინა ეზოში გვინდოდა ყველა, ახლა კი იმდენი კარგი ხე გახმა, 5 წელი რომ ვუყურებდი, საერთოდ გახედვა არ მინდა ეზოსკენ, ახლა ძაან ლამაზი ნაძვი გახმა წელს, 5 წელი ვუყურებდი როგორ იზრდებოდა, ფესვი სავარაუდოდ ბეტონს მიედო და მოსაჭრელი გადა სულ გახმა

ძაან ცუდი მიწა არის მოკლედ ეს ყვავილებისთვის. ყველაზე ლამაზი ბზა რომელიც იყო ისიც გახმა

წელს ეს. ადრეც თავიდანვე უამრავი საინტერესო მცენარეები დახმა. მოკლედ დაინტერესებული ვიქნებოდი მცენარეებით მწარე მოგონებები რომ არ მაკავშირებდეს იმ ადგილზე მყოფ მცენარეებთან ადრე რომ დახმნენ. ახლა ხალისი აღარ მაქვს უკვე

საერთოდაც შემზიზღდა მიწა, იმიტომ რომ მტკივა რომ მახსენდება. იმდენი ხანი უყურებდი მცენარეს და უცებ რომ კარგავ, იგივეა როგორც საყვარელ ცხოველს რომ კარგავ. როგორ ველოდებოდი გაზრდას წამოვიდგენდი როგორი იქნებოდნენ გაზრდილები. ეხ. აღარ მინდა საერთოდ მცენარეების დანახვა.
უუხ ნაძვის გახმობის ამბავი ზუსტად გამახსენდა. ზამთარში ნაძვთან ახლოს სარწყავი ონკანი გასკდა და ნაძვის ფესვზე იყო ერთი კვირა მგონი მიშვებული,

ეზოში ციოდა და ყველას ეზარებოდა მიხედვა და ჰა , ამდენი ხნის ნაძვი ყოველდღე რომ გადავცქეროდი და ვუყურებდი როგორ ლამაზად იზრდებოდა გახმა. 63 წლის ასაკში თუ რაღაცაში იწყებსო გირჩების გამოღებას და ველოდებოდი როდის გავიდოდა ეს დრო. ნუ წინა მცენარეები დიდად არ მახსოვს 1 - 2 წლებში დახმა, მოუვლელობის გამო, ზოგი არასწორი გადარგვა გადმორგვის გამო არასწორ დროებში

კომპიუტერის გარდა სხვა ჰობი მეეჭვება რომ მქონდეს აწი.. ნუ პიკაპერობაზე ვიოცნებებ ხანდახან, ეს თუ ერთი...