რას არ წავიკითხავ ხოლმე,ჩემს ძველ ნაწერებში...
მაშინაც როგორი ,,დარხეული"მქონდა....
- ვის ელაპარაკები გოგონა?
ქერას წინ მოხუცი ქალი იდგა... თავად კი მეტროს შესასვლელში დამჯდარიყო ...
- მე და კონიაკი ვსაუბრობთ. რატომ ერევით? რატომ გვირღვევთ ასეთ შესანიშნავ იდილიას?
- შვილო რას აკეთებ...
მოხუცი სიბრალულით უყურებდა, სასმელის მსხვერპლს, თითქოს ეცოდებოდა იგი, ან თუნდაც თანაუგრძნობდა.
- შემეშვით რა.
- რა შეგეშვა შვილო, ანგელოზივით ბავშვი ხარ და თავს იუბედურებ, მშობლები არ გყავს?
- შემეშვითთქო!
- ღმერთი იყურება შვილო, არ გამოვა მასე, სიცოცხლეს უნდა დაუბრუნდე ...
- თქვენ ში* ხომ არ გაქვთ? ბოდიში უფრო ზრდილობიანი ,,ფრონანსით“ რომ ვერ ვთქვი.
- ვაიმე, საცოდავო საქართველო ...
- საცოდავო თქვენ ! საცოდავო ადამიანებო, სიყალბის შვილებო, დამპალო ნაბიჭვებო, უფრთო ანგელოზებო!! ბოდიში,რომ ტრაკზე არ გკოცნით და როგორც მისწორდება ისე ვცხოვრობ. ბოდიშით ასეთი მზერისთვის და იმისთვის,რომ თქვენს წინაშე მუხლებზე დამდგარი არ ვარ, ბოდიში რომ მინდა ის რასაც ვაკეთებ და თქვენგან გასხვავებით სხვების ცხოვრებაზე არ ვცხოვრობ, ბოდიში რომ ყოველ დილას სკოლაშჲ არ დავდივარ, რათა ცოდნა მივიღო, იმ მასწავლებლებისგან,რომლებიც აზრზე არ არიან არაფრის, და იამზე ფიქრობენ ბავშვები მოიშორონ და ის კაპიკებიც დიდი მოთმენით აიღონ,რომელსაც შემდეგ მკითხავთან მიიტანენ ცუდი აურის მოსახსნელად. ბოდიში რომ ყოველ დღე, ჩემი ასაკის გათვალისწინებით რიგით ბოიფრიენდთან არ ვარ ბუჩქებში და ბოლოს მაინც ქალიშვილი ვრჩები... ბოდიში რომ ვარსებობ, და ამ ,,უცოდველ“ სამყაროს ვაბინძურებ... გული მერევა თქვენზე, ყელში მიჭერთ, გული მერევა ვითომ არსებულ რწმენაზე, უამრავჯერ ნადიდებ ღმერთზე,რომელსაც ყველა ფეხებზე ვკიდივართ. მოკლედ ბოდიში.
* * *
- რატომ ნათია ... რატომ ...
- დე შენ ხარ? როგორ მომენატრე.
ეს თქვა და გაუღიმა... ქალს ისევ ეგონა, მეხუმრებაო სანამ ქერა მის სხეულზე მიხუტებული არ აღმოჩნდა.
- აღარ მინდა დე... დავიღალე. ვეღარ გავუძლებ.
- მოაშორე ეგ სასმელი ...
მეტროს უხეშ ზედაპირზე სასმელი გასრიალდა ...
- შენ ხომ მაპატიებ დე? ნინოს არ აპატიეს.
- რათქმაუნდა გაპატიებ შვილო.
- ნინოს არ აპატიეს დე... ნინო ახლა ჯოჯოხეთშია...
- ნინოს არ გაუმართლა ...
დედამისმა მხარი აუბრა,მიუხედავად იმისა,რომ არ იცოდა ვინ იყო ნინო ...
- წიგნებს ხომ მიყიდი?
- გიყიდი ...
- ფანქრებს? რამდენი ხანია არ დამიხატია.
- ყველაფერს გიყიდი ...
- ისევ ხომ შეამკობ ჩემს ნახატს ლამაზი სიტყვებით , მიუხედავად იმისა რომ არაფრად არ ივარგებს?
- აბა რას ვიზამ ...
- რამდენი ხანია არ დამიხატია დე ...
ბლინ...
რატომ ვკითხულობ...:XXX

(
,,სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ. ჯერ ნეპალში უნდა წავიდე და საკუთარი თავი ვიპოვო"
,,ამ დიდ სამყაროში ყოველთვის დაელოდები ვინმეს და ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც შენთან იქნება, დაიკეტება კარი, გაიღება ფანჯარა, ამ მცირე დროში სანამ ამ ფანჯრიდან შემოვა სხივი, ეცადე არ მოკვდე"