- შენ ჩემი ამელი ხარ, – მახსოვს ერთხელ მითხარი და მას შემდეგ, შემომრჩა ეს სახელი. შენ გარდა, არავის ამელი არასოდეს ვყოფილვარ. მეც, ამელივით, სულ შენთან ვარ ფიქრით და, ამავდროულად, ფიზიკურადაც სულ ვცდილობ შენს დაჭერას, სულ გარბიხარ შენი ,,საქმეების” გამო, მაგრამ სულ ბრუნდები. თან ჩემთან ერთად ხარ, თან – არ ხარ. ამელივით ვარ, სულ მინდა სიკეთე ვაკეთო და ადამიანებს დავეხმარო, რაღაცნაირად მავსებ, თან მაბედნიერებ, თან მაფიქრებ.
- არის რაღაცეები, რასაც სიტყვითაც ვერ გადმოსცემ, უბრალოდ, უნდა იგრძნო და მორჩა, – აღარ მახსოვს პირველად შენ მითხარი, თუ – მე. თუმცა ის მახსოვს, რომ ერთმანეთს დავეთანხმეთ, როგორც ბევრ სხვა რამეში ვეთანხმებით ერთმანეთს. ზოგჯერ ვერ გადმოსცემ ადამიანის მიმართ იმ დამოკიდებულებას, რაც გაგაჩნია. ადამიანს გრძნობ და ამით ყველაფერი ნათქვამია.
ამ შუაღამის წერილიც იმას ეძღვნება, რომ რამდენიმე დღის წინაც ვფიქრობდი, ნეტავ, ახლა სად არის, რას აკეთებს და ხომ მშვიდობაა, როგორ მენატრებოდი და მინდოდა შენი ამბების გაგება. კლუბში ერთმა ჩამიარა და ძალიან მიგამსგავსე, კარგად დავაკვირდი, შევეცადე, გამერჩია, მართლა შენ იყავი, თუ სხვა ვინმე. მერე მივხვდი, რომ უკვე პარანოიას ემსგავსებოდა ეს ყველაფერი. რეალობას დავუბრუნდი და ფიქრით სხვა რამეზე გადავერთე. გავექეცი საკუთარ თავს, რომელსაც მაინც ვერსად გაექცევი საბოლოოდ. ეს იყო გამთენიისას, როცა უშედეგოდ ვცდილობდი, სხვა ადამიანში შენს დანახვას…სულ რამდენიმე საათში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემს ტელეფონში შენი გამოგზავნილი შეტყობინება, რომელიც ერთადერთი და ყოვლისმომცველი სიტყვისგან შედგებოდა და ეს იყო: ,,მიყვარხარ!”
ამქვეყნად ამელიზე ბედნიერი არავინ იყო იმ წუთებში… და გამეღიმა… რა ცოტა გჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის… სიყვარული არ არის ტანჯვა და თუ ის ტანჯვაა, მაშინ ის სიყვარული არ არის…
როგორც ოკეანეში გადაგდებულ ბოთლში მოთავსებული შეყვარებულის წერილი, ისე გიგზავნი ამ შეტყობინებას მომავალში, გიგზავნი ერთადერთ შეტყობინებას: ,,მე უფრო მიყვარხარ!”
https://www.youtube.com/watch?v=7CSUJezz1gc This post has been edited by nutsiko on 4 Jan 2015, 02:38