nutsiko
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6067
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04
|
#43157254 · 14 Dec 2014, 15:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,,ერთი, ორი, ერთი, ორი, ნაბიჯით იააარ,“ - ვამხნევებ საკუთარ თავს და მივძუნძულებ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაო დღის შემდეგ თუ შაბათ-კვირას გამთენიისას ძალიან კარგია ეს ადგილი განტვირთვისთვის (და ზოგიერთებისთვის არა მარტო განტვირთისთვის). ჩემი ,,რანერები“ არ მღალატობენ, სპორტულებშიც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. თუ დილას ამოდიხარ, მთავარია მაქსიმუმ ცხრა საათამდე ამოხვიდე, თორემ მერე ხალხის რაოდენობა მატულობს: მცირეწლოვანი ბავშვები, ძიძები, ოჯახები, წყვილები, გოგო-ბიჭების გასაცნობად და ,,სატრიპაჩოდ“ ამოსულები, უბრალოდ, ბუნწიაღის მოყვარულები და მოკლედ, ჭრელია საზოგადოება აქაც, ისევე როგორც მთელ თბილისში. დავრბივარ, ყურსასმენებში ჩემი საყვარელი ,,პლეი ლისტია“ და ,,ენერგიულად’’ დავძუნძულებ, გზადაგზა მხვდებიან მაკიაჟიანი (სრული კომპლექტაციით: ტონალური, რომელიც ალაგ-ალაგ აიზიზნა, რადგან შუბლზე გამოსული ოფლის წვეთები მაინც თავის კვალს ტოვებს, ,,პამადა“ ან ,,ბლესკი“, შავი ფანქარი თვალებზე და ტუში აუცილებლად), კონწიალა საყურეებიანი, საჯდომზე გადატკეცილ სპორტულებში ჩაცმული გოგონები, რომელთა საცვლების ტიპის გამოცნობაც შეიძლება (ტანგა, ბიკინი, სხვ.), თან რაც მთავარია, სახე ძალიან საქმიანი და სერიოზული, მოტანკეტკო ბოტასები ან კედები და ალაგ-ალაგ გვერდით მორბენალი ბიჭებისკენ ძლივს შესამჩნევად თვალის გაპარება (აბა, ისე რაა მამული კი არადა ვარჯიში კუს ტბაზე?!). დავრბივარ და ერთ-ერთ წრეზე აქოშინებული ვჩერდები იქვე გამყიდველთან, რომელმაც იფიქრა: ,,არიქა, მეშველა ამ დილა უთენია და იქნებ, რამე მივასაღოო“, ჰოდა მთავაზობს არც მეტი და არც ნაკლები მზესუმზირას და სიგარეტს. იქავ დავჭყიტე თვალები. ვისაც ოდესმე უვარჯიშია ან საერთოდ ვარჯიშის რამე გაეგება და სერიოზულად ჯანსაღ ცხოვრებას მისდევს, მიმიხვდება, რასაც ნიშნავს მორბენალის სუნთქვისთვის მზესუმზირა და მით უმეტეს სიგარეტი. ჯერ კი გავბრაზდი, მერე დავფიქრდი და მივხვდი, რა ტიპის მორბენალი ხალხი ირევა აქ და რას ყიდულობენ ძირითადად. გული რომ ვიჯერე სირბილ-ძუნძულით, იქვე კაფესთან შევისვენე, რომელსაც რატომღაც (რა ძალამ დაარქვა, არ ვიცი) ,,ინტელიგენცია“ ჰქვია. დახლს მიღმა, ბარს იქით უბინძურესი და რამდენიმე დღის გაურეცხავ ,,მინუტკაში“ ყავა იხარშება შეუსვენებლად კაფეში გაჩერებული ,,ინტელიგენციისთვის“. მხოლოდ ბოთლის წყალი ვიყიდე, კარგად დასვენების შემდეგ რომ დამელია. ისევ ნელ-ნელა გავუყევი გზას ტბის გარშემო, ვისეირნე. აი, სეირნობაზე გამახსენდა, საღამოს საინტერესოა ხოლმე აქ სეირნობა. თუ მანქანების ჩაყოლებაზე გაისეირნებთ, ნახავთ, რომ მანქანების რიგი არ წყდება და ხალხი ქალაქში უსექსობის თემითა და უბაითობის პრობლებით შეწუხებულები ,,გაცხარებულები“ საუბრობენ თავიანთ მანქანებში, რასაც მანქანის დაორთქლილი შუშები ცხადყოფს. თუ ძალიან გაჭირვებაა, ტყის სიღრმიდანაც თავზე ფოთლებდაყრილ და აბრანძულტანსაცმლიან ახალგაზრდობასაც მოჰკრავთ თვალს, აი, ტყიდან დარცხვენილები რომ გამოდიან (კაცმა რომ თქვას, რა აქვთ სასირცხვილო, ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებენ ბუნწიაღში, ნუ გემოვნების ამბავია, ვისთვის მანქანაში აერობიკა და ვისთვის გაშლილად ბუნებაში გართხმა). ვბრუნდები შინ, ვივარჯიშე, ვისეირნე, სუფთა ჰაერზე ვიარე, მჩქეფარე ცხოვრებას თვალი მოვავლე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩამოვედი ქალაქში და დასვენებულმა ,,ანტრეში“ ერთი კარგი კაპუჩინოც დავლიე. ცხელი ყავის მაცოცხლებელ სურნელს აზრზე მოვყავარ და ვფხიზლდები. ვიცი, რომ ხვალ უკეთესი დღე მელოდება, მეტი ადგილი სანახავი, მეტი ადამიანი ჩემი ცხოვრების გზაზე, მეტი ემოცია და განცდა, სავსე იმედებით, სიხარულით და ბედნიერებით აღსავსე, რადგან თავად მე ვარ იმედი, სიხარული, ბედნიერება და ყველაფერი ჩემ გარშემო მხოლოდ სიკეთე და სიხარულია.
|