#44245016 · 6 Apr 2015, 15:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სულ მაწუხებდა ეს კითხვა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე ამიტომ ამოვყავი თავი ვფიქრობდი იქ ვიპოვიდი პასუხს. იქ სხვა რამეები გავიგე , ეს -ვერა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიზნები გვამოძრავებს ცხოვრებაში,მის აზრს მაინც ვერ ჩავწვდებით. მიზნები ცვალებადია,აზრი და არსი უცვლელი,უცვლელი ღირებულებებიც აღარ არსებობს ,ამიტომ არ ვიცი რამდენად რეალურია "ცხოვრების აზრის" არსებობა.
ისე ერთ დროს ცხოვრების აზრი მეგონა რაიმეს დატოვება რეალურ სამყაროში,ისეთის როგორიც განუმეორებელს და დაუვიწყარს გაგხდის,მაგრამ მილიონობით ადამიანი,მიუხედავად ინდივიდუალურობისა,მაინც ვერ ახერხებს ასეთ რამეს და გამოდის "უაზროდ" უცხოვრიათ,ეს არასწორი მსჯელობაა და ამიტომაც გავჩერდი.
კარგი იქნება თუ ამ კითხვაზე პასუხს აქ ვიპოვი
|