ვივიანავნახო აბა ერთი ფორმაში ვარ თუ არა

უნდა იყო მეტად თავმდაბალი , უკონფლიქტო, პრაქტიკული ტიპის ადამიანი, ექსტრავერტი სავარაუდოდ თუმცა, ჩემი აზრით საკუთარ თავთან მარტო ყოფნის სირვილიც გიჩნდება ხოლმე და არც დომხალი გიყვარს ისევე როგორც ბევრ ექსტრავერტს, გაქვს თანაგრძნობის კარგი უნარი, რომანტიკოსი ხარ თუმცა არც "გაგიჟებული", გაქვს ფართო ცნობიერება და ხარ კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალი აზროვნების მქონე, მაგრამ "აგრესიული კრიტიკოსი" არ ხარ არამედ აკრიტიკებ და ამბობ იმას რაც ობიექტური რეალობაა, ასევე შენს ნიკში "ვივიანაში" ადვილად იგრძნობა შენი ნაზი ხასიათი და ის რომ შენთვის მეტად მნიშვნელოვანია შენი იმიჯი საზოგადოებაში, არ ხარ მატყუარა არ გიყვარს ტყუილის თქმა,
ადამიანებს რომლებსაც თვლი რომ არ არიან "სულიერი სამყაროს შვილები" არამედ არიან ამპარტავნები და მატერიალისტები (თუნდაც ვერ აცნობიერებდნენ ამას) გეუფლება მათთან ყოფნისას დისკომფორტი და არ ცდილობ მათთან კონტაქტში შესვლას თუმცა არც მათდამი არ ხარ მაინც და მაინც აგრესიულად განწყობილი, შენ ხარ ის რაც ხარ და მოგწონს ეს და არ გიჩნდება პროტესტის გრძნობა საკუთარი თავის მიმართ, არ უნდა გიყვარდეს ხორცი , ნაზი ბუნებიდან გამომდინარე შენი სხეული იშვიათად ითხოვს მას , ანუ ნაზი და საყვარელი საჭმელი გიყვარს

, სალათები, წვენები, სპრაიტი, კოკა-კოლა ისე რა რაღაცნაირად უხეში სასმელია , სპრაიტი უფრო სულიერია

, ხარ ბავშვური ბუნების მაგრამ არა მეამიტი ძაან ვერაგი მგონიხარ

თუნდაც მაგაზე ნიკი ვივიანა რომ გაქვს და ძაან მნიშვნელოვანია შენთვის იმიჯი ამას კი მაღალი ინტელექტი და ეშმაკობაც სჭირდება ასე რომ ზრუნავდე შენს იმიჯზე, მგონია რომ ზარმაცი უნდა იყო, მუდმივად დასვენებას გთხოვს ორგანიზმი და ძაან აქაოსებული გაქვს გონება ამდენი ინფორმაციისგან და სტრესში ხარ თუმცა ეს სტრესები და სხვა დეპრესიაში ან რამეში ვერ გაგდებს იმიტომ რომ შენი სუფთა ბუნებიდან გამომდინარე არ იწვევს ისეთ აზრებს რაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩაგაგდებს,
შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი კომფორტი , გიჭირს კომფორტის ზონიდან გასვლა, გიჭირს შენი ბუნების წინააღმდეგ წასვლა. უნდა გიყვარდეს ცხოველები განსაკუთრებით ნაზი ცხოველები რომლებშიც სულიერებას ხედავ მაგალითად ძაღლები და ცხენები. ძაან მგრძნობიარე მგონიხარ კიდევ სულ გეცოდება ხოლმე ვიღაც, მაგრამ ბოროტი არ გეცოდება, უფრო ვინმეს საცოდაობით გევსება ხოლმე სავარაუდოდ გული ტკივილით და შეიძლება ამან ტირილამდეც კი მიგიყვანოს ხოლმე, მაგალითად რომ დაინახო ვინმე გაუბედურებული ადამიანი რომელიც ქუჩაში სანაგვეში თავის გადასარჩენად ორ კაპიკს აგროვებს. ხშირად არ იღიმიხარ ხოლმე, მგონია რომ ემოციების გამოხატვა გიჭირს და საერთოდ შენი დადებითი თვისებების გამომჟღავნებას ერიდები იმიტომ რომ თავმდაბალი ხარ. დოგმები არ გევასება კიდე ისაო, ესაო ეს ესეაო და ვსიო და რაღაც პროტესტის გრძნობა გიჩნდება ამ დროს რაც შენი თავისუფლებისკენ სწრაფვით და სამყაროს შეცნობის სურვილიდან გამომდინარეობს. ძაან კრეატიული მგონიხარ კიდევ მგონია რომ იმდენი ფაქტები გაქვს დაგროვილი რომ შენი ინტუიცია უცბად მიაწებ მოაწებებს, აღიგზნება ამ დროს შენი მარჯვენა ნახევარსფერო და რაღაც არაორდინალურს მოიგონებს. მარა მგონია რომ გამოფიტული უნდა იყო ემოციურად თითქოს სიყვარული აღარ გაგაჩნია მე კი მგონია რომ უბრალოდ ფსიქიკის გადატვირთვის ბრალია ეს, მაგრამ უცბად ვიღაც შეგეცოდება და გაგიხარდება თან, უი რა კეთილი ვყოფილვარო და სულიერად მგრძნობიარეო თან ამას ხვდები ხოლმე და მერე მოიშველებ რაღაც ზეცნობიერ აზრებს ამას უნდა ვაცნობიერებდე აბა რაო და ვხდებოდე რომ ეს ჩემი დადებითი თვისებაო განა საკუთარი თავით თვითკმაყოფილება და ამპარტავნებაო

არა მაინც ეგოისტი მგონი ხარ რა ცოტათი მაინც ხანდახან ძაან გულგრილი ხარ ხოლმე ყველაფრის მიმართ და მარტო შენს თავზე ფიქრობ

, პერფექტიონისტი მგონიხარ კიდევ გინდა რომ რასაც აირჩევ სრულყოფილებას მიაღწიო, მაგრამ ასეთი გზით ხოტა რთულია ჯობია ისევ ინტუიციურად და კრეატიულად იაზროვნო მაგრამ ლოგიკა მთლად ნაგავზეც არ უნდა გადააგდო, პერფექტიონალიზმი კი ხელს უშლის კრეატიულ აზროვნებას. შოკოლადი ყავა თოვლი ინტერნეტი, მეცნიერება, პირადი უსაფრთხოება და სიწყნარე, ამბიციები , ზე-იდეები, რომანტიკა, სულიერი ურთიერთობები შენი კომფორტია ხომ? აბა გამოტყდი

კიდევ ბევრს დავწერდი მარა დამეზარა.
რამდენი პროცენტი გავარტყი მითხარი აბა, ოღონდ არ მითხრა 0%_იო
This post has been edited by simebi on 2 May 2015, 22:05