ვივიანაჩემი დანახული ვივიანა ზღაპრის სამყაროს გოგოა,მეოცნებე გულითა და ფერადი სურვილებით.
იცხოვრებს სამყაროში ,სადაც ყველაფერს ბედნიერების სუნი აქვს და ირბენს გაშლილ მწვანე მდელოზე ბადით ხელში ქაღალდის პეპლების დასაჭერად.
ჩემი თეთრი ბამბის ქულა...
და რა გასაკვირი იქნება ,თუ ზამთარი გიყვარს,მუჭისხელა ფანტელები და ღუნღულა კაშნე.
ტკაცუნა ბუხარი და თბილი პლედი ბროწეულის ჩაის ჭიქით ხელში.
და მაინც,გიყვარს სიახლეები,არ ერიდები ისეთ საამეებს ,რომლებკც ერთი შეხედვით უპს-რთულია,მაგრამ ჰოი საოცრებავ,შენ ხომ ძალიან მონდომებული ხარ მაშინ ,როდესაც რაიმე ძალიან გაინტერესებს,ამიტომ ყველაფერი გამოგდის.
ამავდროულად ,თან ძალიან ამაყი და თან უკმაყოფილო,შენ ხომ მაქსიმალისტი ხარ და ყველაფერი საუკეთესო გინდა .ბულკი თუ შოკოლადის კრუასანი?!
ცოტათი მორცხვი იქნები,მორიდებული უცხო ხალხის გარემოცვაში .
მაგრამ ღირსეული ჰაერი და როგორც მხოლოდ ღირსეულთა შორის ღირსეულებს შეეფერებათ,გამონახავ მარტივად ყველასთან საერთო ენას.შენთვის ვინ რას წარმოადგენს განისაზღვრება ადამაინობით.
ნებისმიერ გარემოცვაში დირიჟორი თუ არა,ორკესტრის წევრობაში ვერავინ შეგეცილება.
მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მარტოსულადაც კი გრძნობდე თავს,რადგან შენი სამყარო ყველასთვის ხილული და მისაწვდომი ვერ იქნება.მაგარამ ამას ხშირი ხასიათი არ ექნება.
გეყვარება სიტუაციები,როდესაც შენ შენი თავის რეალიზებას სრულად ახერხებ დ აქ დაღლაც კი რა მოსატანია,მზად ხარ უფრობდა უფრო მეტად დაიხარჯო.
ურთიერთობაში პირვწლი ნაბიჯის გადადგმა გიჭირს,მაგრამ არამგონია გჭირდებოდეს,სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო,გამორიცხულია შეუმჩნეველი დარჩე.
შენ პოზიტივის გუნდა ხარ,რომელიც არასდროს დნება.
გოგო ხარ,რომელიც ეცდება ყოველთვის მეორე მხარეს გაუგოს,დააფასოს და შეიყვაროს ,იმაზე ძლიერად ვიდრე ჯულიეტას რომეო.
შენ ჩემი მეოცნებე გოგო ხარ,რომელიც ცხოვრების ბოლომდე ყოველ შობის ღამეს დაწვავს ბუხარში სანტასთვის გამზადებულ წერილს და წინდაში ჩადებული საჩუქარ ,,სითბოს" დაელოდება.
გილოცავ ჩემო საყვარელო შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!
მიმაგრებული სურათი