GeorgeSwordმეგონა გიორგი გერქვა,.

დავტესტავ თუ ვნახე აქ სადმე აუცილებლად.
Artistმონ შერი ჩემთვის ძალიან ალკოჰოლიანია.
ალუბლები მომწონს,მაგრამ გულიდან ალკოჰოლს ვუღვრი ხოლმე და ვცოდვილობ ასე

პ.ს ესაა ჩემი ♡
* * *
GeorgeSwordპირველ რიგში ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებული დახასიათებისთვის.
ჩემსავით ქარის წისქვილებთან მებრძოლი მხედარი წარმომიდგენიხარ,რომელიც მუდმივად იბრძვის,იბრძვის,რამდენიმე წამით ჩაისუნთქავს-ამოისუნთქავს და ისევ ბრძოლას აგრძელებს.
სტერეოტიპები,კომპლექსები-გინდა ყოველთვის თავისუფალი იყო..
მუდმივად ცდილობ საკუთარ თავს სიახლე შესთავაზო და აქტიური ცხოვრებით იცხოვრო.
გეყვარება ალბათ ბევრი სიარული,სეირნობა ღამის ქალაქში
და არცთუ ისე სანდო იქნები სიმთვრალეში.:დ
ძალიან აზარტული იქნები და ზოგადად ცხოვრებასთან მგონია რომ ფსონების დადება გიყვარს.
ძალიან ჯიუტი ,მაგრამ ამის საგულდაგულოდ დამალვას შეეცდები.
ალბათ ცდილობ რთულ სიტუაციებშიც მეტი პოზიტივის დანახვას და ეს შენს ხასიათზეც აისახება,ძალიან პოზიტიური,მხიარული და კონტაქტური წარმომიდგენიხარ,მაგრამ ლომურ ამპარტავნობასაც (მცირე დოზით) არ გამოვრიცხავ,გიყვართ ლომებს ფაფრის შრიალი : დ
თუმცა მიუხედავად ამისა ,საკმაოდ დამთმობი იქნები,მოერიდები კომფლიქტებს,თუმცა მაინც ხიფათა ადამიანებს შორის მყარი ადგილი გექნება განაღდებული.
ალბათ ,როგორც ყველა ჩემს ნაცნობ ლომს ,ცალი წარბის აწევა გეყვარება

ოოო ,საყვარელი გოგოსთვის :თბილი,ტკბილი და ყურადღებიანი.
ბეტმენივით მკერდმოღერებული მის დასაცავად.

არ შემიძლია შენი სერიოზულად დახასიათება ,რა გავაკეთო

ისე სპაიდერმენიც გეყვარება და მასთან ერთად ფრენა.ფრენა ჰაერში,ფრენა ოცნებებში,ფრენა აზრებში და ზოგადად ყველგან ,სადაც შენი ფრთები გაეტევა : lol:
ცალსახად ძალიან კარგი ფანტაზიის და გაქანების მგონიხარ,რომელსაც მრავალი გეგმა ბ,გ და დ აქვს. ჰ-მდეც შეიძლება ჩავიდეს თუ დედამიწაზე არ მოაბრუნებენ მარსიანელები

,მაგრამ ჰოი საოცრებავ ,მას ხომ შეუძლია ამის გამოყენება .ამიტომ მარტივად იქცევს ხალხის ყურადღებასაც და ეს ძალიან ,ძალიან სიამოვნებს.
ისე შენს ნიკნეიმში ,,ელ" -ს ჩავამატებდი და ხელსაც მოვაწერდი იმ ფაქტს,რომ ჯორჯს ძალიან ლამაზი და ფერადი სამყარო აქვს.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)