არისტოტელე999ვიცი ,ძალიან ცუდი გოგო ვარ
Artistგასინჯული მაქვს მონ შერი
* * *
არისტოტელე999შენს ნიკს როცა ვხედავ,პირველი გაფიქრებაც კი ბიძია არისტოტელემდე მიდის.
აზროვნება გეყვარება,ტვინის ვარჯიში.
რამდენ წამში აწყობ რუბიკის კუბიკს?
კარგი გონებრივი თვისებები და შესაძლებლობები გაქვს
თუმცა ზარმაცი ჭკვიანი იქნება.შესაძლებლობების მინიმუმს ავლენ მხოლოდ.
გამბედაობა გაკლია.საკუთარი თავის რწმენა.
ცალყბად გახსნილი ხარ.გეშინია?!
თუ ბიძაშენს დავუჯერებთ: ,,ის,ვინც დაძლევს შიშებს,ჭეშმარიტად თავისუფალი იქნება".
შენ ამ წამს საკუთარი შიშების მძევალი ხარ.
აფეთქდები ერთხელაც .დაგიდგება აუცილებელი პერიოდი.
შენი ემოციურობა შენი აქილევსის ქუსლია.
კონტროლს მარტივად კარგავ,თუმცა გინდა ყველაფრის საქმისყურში იყო.
კონფლიქტებს ერიდები და ცდილობ დაძაბულობა სიცილით მოაგვარო.
კონკრეტული ადამიანები ან გიყვარს და ან არა.შუალედური არაფერი გწამს და აღაფერს აღიარებ.
შენ რეალობას მძაფრად აღიქვამ.გგონია,რომ ეს შენ განსაკუთრებულს გხდის.არადა,განსაკუთრებული ადამიანები არ არსებობენ,უბრალოდ ღმერთებს აქვთ კარგი იუმორის გრძნობა.
ერთი -ერთზე ურთიერთობაში ბევრი სითბო გჭირდება.
თავიდან ჭირვეული ,შენი ავატარივით ცინიკური ბავშვივით დაიწყებ ურთიერთობას,მაგრამ როცა შენსას იპოვნი,მერე თავისთავად მოხდება შენში ცვლილებები.
მანამდე ამის ახსნას არანაირი აზრი არ აქვს.უნდა იგრძნო ეს.
ამ ყველაფრის მიღმა თბილი ბიჭი იმალება,რომელსაც ვერ გაუგეს,ვერ დაუდგნენ მხარში როცა მხარდაჭერა სჭირდებოდა .ვერ გამოიცნეს მისი მისწრაფებები.
ყველაფერი ,ის რაც შენ ხასიათს შეიძლება გიმძიმებდეს,იმედგაცრუების შედეგი იქნება.
ახლა პერიოდი გაქვს ,რომელიც შენვე უნდა გადალახო.
დღეს-ხვალ :მაინც მოგიწევს.
არ ხარ ამ ეტაპზე შენ შენს სამყოფელში.
მთლიანობაში,ჩემთვის საკმაოდ საინტერესო და პოზიტიური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.
ცდილობ მუდმივად კარგი ხასიათი შეინარჩუნო და ძალიან,ძალიან ყურადღებიანი მგონიხარ მაინც.
ერთი ცნობილი იუზერის თინეჯერობის ასლი ხარ.
არ მკითხო ვის ვგულისხმობ.
ისედაც იპოვით თქვენ ერთმანეთსს.
წესით შენ მისთვის სარკეში დანახული ანარეკლი უნდა იყო.