#43704097 · 9 Feb 2015, 01:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Annabell ჯერ ერთი წამლის ჩაყრა-დ ნუ მოიხსენიებ და ნუ ამძაფრებ და ნუ დემაგოგობ საერთოდ. ეს წამალი რასაც ვაძლევდით და არა ვუყრიდით სხვათაშორის ერთ-ერთმა კომპეტენტურმა ნევროპათოლოგმა გამოწერა, რომელთანაც ვიყავით ოჯახი და ავუხსენით სიტუაცია. ჩამოუყალიბეთ ყველა გარემოება. აი ხომ ხედავ, არ ცდილობ სიტუაციაში გარკვევას და ისვრი ამ ამდენ ნეგატივს. იმიტომ რომ შენ გქონდა მსგავსი პრობლემა და გგონია რომ ყველა სხვა პრობლემა ზუსტად ისეტი სცენარით ვითარდება როგორც შენი. მე მესმის შენი, მიუხედავად ამდენი შეურაწყოფისა მესმის, მაგრამ საკუთარ თავს იქნებ მოუწოდო რომ სანამ ხმალს იშიშვლებდე და შეტევაზე გადმოხვიდოდე, ცოტა მეტი ინფორმაცია მიგეღო და დარწმუნებულიყავი რომ შენი შემთხვევა და რომელიმე სხვა შემთხვევა არ არის იდენტური.
--------------------
Человеческие возможности не имеют предела
Above & Beyond
Coderolog
|