მაინც არ ვნანობ. არა. არანაირად. არცერთი წამით.
პირიქით. გადასარევია. არა, გადასარევი ნამდვილად არაა. მაგრამ სწორია.
იმიტომ, რომ ეს "მე" ვიყავი. არ მიღალატია საკუთარი თავისთვის და არ დამიწყია ის, რაც არც სხვისგან და, მით უმეტეს, არც ჩემგან არ მომწონს.
მას შემდეგ, რაც იმ პოსტს ხელმეორედ გადავაწყდი, ხშირად მახსენდება ხოლმე. და კარგია ეს. ჩემს ლიანდაგზე დარჩენაში "მეხმარება". არც უმისოდ მიჭირდა. მაგრამ მაინც.
არავინ.
და არავის გამო.
არასდროს.
იმას კიდევ წაუშლია ის. ალბათ "კვალის" დასაფარად. ამჟამად ხომ არ აწყობს და... )) მაშინაც მისადმი მსგავსმა უტვინო საჯარო გულახდილობებმა "დაღუპეს" და გაუფუჭეს საქმე. ჩემთან. )) რა იცის, რომ უკვე ნანახი მაქვს. ^_^
100%-ით გასაგები გახდა, ვისაც გულისხმობდა.
მაგრამ მაინც ჯანდაბას. ამ ერთხელაც დაგიკმაყოფილებ ეგოს. ცხოვრების "ჭრილობად" არ გაგატან. მიუხედავად იმისა, რომ მართლა არანაირი სურვილი არ მაქვს შენი დანახვის. არც ლაპარაკის. ეგ კი არა, ისევ ლამის გულისრევის შეგრძნება განმიახლდა შენდამი. იმხელა ეგო. ღმერთო ჩემო. იმდენად ეგოისტი ხარ, რომ ოღონდ შენი მიიღო და თავმოყვარეობაზეც უარს ამბობ.
არ გამიჭირდება, მაგრამ პირდაპირ თქმისთვის მაინც ვერ გაგიმეტებ. აქ გეტყვი, რომ მაგარი დებილი ხარ.

და მიხარია, სერიოზულად რომ ვერასოდეს გიყურებდი. შენი "პერფექტობის" დროსაც კი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არც შენი საშველია, რა იყო? არც შენ გეშველება არაფერი.
როგორი დამასევდიანებელიც არ უნდა იყოს. ყოველთვის ასეთი სიტუაციები შეგექმნება. იმიტომ, რომ იმიტომ.
ალტერ ეგო.