რატო ტო

ერთადერთი დღეა მგონი რაც წელიწადის განმავლობაში მიხარია

ყოველი ოსკარის ის ღამე მახსოვს საცუცნავებით მომარაგებული რომ გამითენებია, არავინ ათენებდა ოღონდ ჩემთან ერთად სულ მარტო ვათენებდი
ძაან მაგარი ემოციები მოდის ოსკარის ღამეების გახსენებას ვიწყებ თუ არა
ისეთი პომპეზური იყო ყოველთვის და იმდენად ამაღელევებელი იყო ეს ჩემთვის
ყველაზე მაგარი დღეა წლის განმავლობაში
როგორ მიყვარს ოსკარები
ღამეებს აღარ ვათენებ ძაან ცუდი ყოფილა ჯანმრთელობისთვის მაგრამ დღეს მაინც ვაპირებ გათენებას ტრადიციას არ დავარღვევ და შვილები თუ მეყოლება და ცოლი იმათაც გავათენებინებ ხოლმე ყოველი ოსკარების ღამეს რაც არ უნდა მოხდეს ყველა ვარიანტში ჯადოსნური ღამე იქნება ეს მათთვის შანსი არაა რომ არ იყოს თან ბავშვობაში როგორ სხვანაირად გვამახსოვრდება ყველაფერი მე წარმომიდგენია რა კარგად რამდენი ათასჯერ უფრო მაგრად დამამახსოვრდებოდა ოსკარის ღამისთევის საღამოები დედაჩემს და მამაჩემს ჩემთან ერთად რომ გაეთენებინათ ღამე, ეს ნამდვილი მაგია იქნებოდა

რა კარგი იქნებოდა
ძაან მინდა ასეთი ოჯახი გავიცნო სანამ მოვკვდები , ოჯახი რომელიც ყოველ წელს ათენებს ოსკარების საყურებლად, ძაან საინტერესო ხალხი უნდა იყოს ნუ ჩემთვის

მეც გავათენებდი მათთან ერთად თუ დამპატიჟებდნენ გასათენებლად
ფეხბურთი ვისაც უყვარს სწორედ ეს ერთსულოვნება მომწონს მათში ტელევიზორის წინ რომ ერთად არიან ან მოედანზე , მაგრამ ბავშვობიდან ვწვალობდი და ვერაფრით შევიყვარე ფეხბურთი, ვთამაშობდი კიდეც ხანდახან ბავშვებში, ოთახი პლაკატებით გადავაჭრელე, ბიძაჩემის თამაშებზეც დავდიოდი მაგრამ მაინც ვერ გადავძლიე თავი და ვერ შევიყვარე ფეხბურთი, ფაქტი ფაქტია ჭირის დღესავით მეზიზღება ეს სპორტი და შანსი არაა ძალით ვერ შევიყვარებ