დღეს რომ შემოგხედე საერთოდ არ მომეწონე. სულ არ ხარ სიმპატიური. ნეტავ რა გაქვს თავში ავარდნილი? ერთი ჩვეულებრივი გაწრიპული ბიჭი ხარ. ქუსლებზე რომ ვდგავარ,მგონი შენზე ბევრად მაღალი ვარ

ხო და რა თავი მოგაქვს და რა თავს იფასებ. აშკარად არ ხარ გოგოების გულთამპყრობელი

გირჩევ სარკეში კარგად ჩაიხედო,დიდხანს,რომ დაინახო შენი თავი უკეთ და შეაფასო. დღეს ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი. რამდენი კომპლიმენტი მივიღე

თან ყველა მეუბნება შესამჩნევად გახდიო. ახლა ფიტნესზეც უნდა ვიარო. შენ იბზუე მანამდე ცხვირი. მე გადასარევ ფორმაში მოვალ. მერე მანქანის მართვას ვისწავლი. ამასობაში ნამდვილი გაზაფხულიც მოვა და სოლარიუმში წავალ,ნაადრევად გავირუჯები და კიდევ უფრო გემრიელი გოგო ვიქნები. ხო,კიდევ ყური უნდა გავიხვრიტო დამატებით და ხელზე პატარა ტატუ მინდა

ეს ყველაფერი ჩემი განწყობისთვის. იმისთვის რომ ყოველი დღით კმაყოფილი ვიყო. თუკი რაიმე მომნდომებია ოდესმე,ყველაფერს ავისრულებ.საკუთარ თავს სულ გავახარებ და გავამხიარულებ. მე არ დავკარგები.აუცილებლად ვიქნები ისე როგორც მე მინდა-ძალიან,ძალიან ბედნიერი.
თემა ნომერი 2: რა ძნელია დიდ კოლექტივში მუშაობა. ათასი ტიპის ადამიანია. ყველას უნდა უცინო და უღიმო.შენი აზრი გაგაჩნია და მითუმეტეს საწინააღმდეგო-მტრისას. დღეს მივხვდი,რომ განზე გადგომა არ შეიძლება. აუცილებელია ხანდახან ახლოს იყო,რომ აფსაიდში არ დარჩე.დიპლომატია ძალიან ძნელი საქმეა. ასე მგონია არჩევანის წინაშე ვარ. ან ერთი სასტავი უნდა ავირჩიო ან მეორე. ძნელია ამის გაკეთება ძალიან. არ მინდა არავის არჩევა და შუაში გახლეჩვაც არ გამოდის. ერთთან ხარ,ესე იგი მეორესთვის ცუდუ ტიპი ხარ,მეორესთან ხარ მაშინ პირველთან ხარ ცუდი ტიპი. როგორ უნდა მოიქცე რომ ყველასთან კარგი ტიპი იყო? აი ეს საკითხი ვერ გადავწყვიტე და გამოსავალი ვერ ვიპოვე ჯერ-ჯერობით.
........................
წუთიერია ყველაფერი.....მთავარია ეს წუთი მთელი ცხოვრება გაგრძელდეს....