ხელფასის ჩარიცხვა წამიერად აკეთილშობილებსო გამიგია
წამიერად იმიტომ რომ ორიოდ წუთის მერე უკვე აღარ მოგდის კეთილშობილური ზრახვები : |
აღარ თუ ვეღარ ?! პრინციპში არ აქვს დიდი მნიშვნელი
ჰოდა ბოლო ასეთი მოვლენის შემდგომ სწრაფად ავკრიფე დიდი ხნის უნახავი მეგობრის ნომერი
მეთქი რამე შენებური ზავიძენია შეარჩიე და სამსახურის მერე მანდ ვარ თქო.
შევხვდით
სახელი ქონდა რესტორანს ისეთი მშიერს მოაბრუნებდა : |
ნუ მთლად სახინკლე "სულხან-საბა"ს მსგავსი არა მაგრამ არც ბევრი აკლდა : D
შევედით დიდი დარბაზი იყო, რა თქმა უნდა სულ სულ ცარიელი
იამაჰაზე დამკვრელი ტიპი განზებს უბერავდა :დრუგ:
საუბარში ავითქვიფეთ..
ყოველი მომდევნო ჭიქა, იამაჰისტს აქს როუზთან აახლოებდა

უაზროდ ხმაურიანი სიმყუდროვე სამი მოზარდის შემოსვლამ დაგვირღვია
ტყავის შავი და თხელი ქურთუქები კაპიშონთან ნაზავში, რაღაც 90იანიანების და დღევანდელობის ჰიბრიდი
დასხდნენ შორიაახლოს მდებარე მაგიდაზე და მათი იქ ყოფნა მაშინ გაგვახსენდა როდესაც ერთ-ერთი მათგანი ჩვენს სუფრას მოუახლოვდა
"გამარჯობათ, ეს მუსიკა ხელს ხომ არ გიშლითო"
საუბარში გართულებს გამოგვპარვოდა ჩვენი "დიჯეის" რუსულებზე გადასვლა..
"არა თქო" ვერ მივხვდი კითხვის ძირეულ აზრს, სანამ მეგობარში სტუმარ-მასპინძლური სული (რაც აქვს ვერ დაუკარგავ) იფეთქებდა და სუფრაზე მოიპატიჟებდა ხისტად მივანიშნე თემას დაბრუნებოდა, რაღაცას მიყვებოდა სამომავლო გეგმებზე ..
მიმტანის მიერ ჩვენი თეფშების ცვლა , ჩვენს მიერ ჭიქების დაცლის ტეპმს აშკარად ასწრებდა
არადა ჩვენის მხრივ ტემპი საკმაოდ კარგი გვქონდა ))
დამაფიქრებლად მეჩვენა ეს გარემოება : | განსაკუთრებით მას მერე რაც ყველი გადავიღე და სანამ მჭადს მივამატებდი თეფში უკვე გამოცვლილი დამხვდა !
მიმტანი მიმტანის კვალობაზე საკმაოდ მაღალი გოგონა იყო, გამხდარი , გამოყვანილი ნაკვთებით, შავი გახუნებული თმით და ღიმილიანობის საშუალოზე ოდნავ მაღალი კოეფიციენტით
აშკარად იმსახურებდა ყურადღებას , რაც მყისიერად სკამის 35 გრადუსით შებრუნებაში ავსახე
გამახსენდა ბავშვობაში ერთი "ზროსლის" შეგონება, გოგო თუ დაგევასა სანამ მანიოვრს (:დ) ჩაატარებ მანამდე მონადირული მზერა უნდა სტყორცნოვო
ჰოდა ჩავთვალე რომ ამის დასატესტად კაკრას შესაბამისი დრო იყო
მოკლედ ერთგვარ გრუზინულ მიკრო ნირვანაში ვარ რა
ოდეს ყოფილ არს აქამომდე ჰარმონია დიდხანს გაგრძელებულიყოს
ზემონახსენები მალალეტკა უკვე ჩვენს სუფრაზე გამოჯგიმულიყო, ხელოვნური თავდაჯერებულობით ჩემთვის რაღაცის ახსნას ცდილობდა..
"რომ გაიარ-გამოიარე გაკვირდებოდიო.. სიმაღლე ,ოდნავ ხვეული თმებიო, დაჟე სიარულის მანერაო ! .. "
გეი-ძველი ბიჭი??! ეს რაღაც ახალია.. უნებურად გამეფიქრა და რატომღაც ფილმი "კავბოები და ალიენები" გამახსენდა..
"ჩემს უფრო ძმას გევხარ მაგრადო !" შეუმჩნევლად მაგრამ გულიანად ამოვისუნთქე )
"რომელიც ორიოდ თვის წინ დაიღუპა , ანზორი ერქვაო" და სანამ რაიმე გამჭოლ კითხვას ვაჯახებდი იმის დასატესტად გვეკაიფებოდა თუ უბრალოდ შიგ ჰქონდა, მკერდი მოიღეღა და გულზე დაწერილი სვირინგი გვანახა "ანზორი"
ორი აზრი არ იყო ვარიანტთან გვქონდა საქმე : |
დავიწყეთ სტანდარტული ქართული კომუნიკაცია, კოსწია (ასე ერქვა) დაინტერესდა ჩვენი საცხოვრებელი უბნებით და ჩამოთვალა ერთი ათი კაცი , ნუ იასნა არც ჩვენ ჩამოვრჩით და ერთი ოცი ზემოდან ჩამოვუთვალეთ !
სულ ძველები სუ კაები :ლოვე:
ეს მინი მარცხი ბოლო 7 წლის რუსეთში ცხოვრებით ახსნა.. მოიბოდიშასავით ვერ მოვასწარი ხალხის გაცნობაო..
ამ ჰარმონიობანაში ვართ რომ მისი პაძელნიკებიც მოგვადგნენ
შედარებით თავმდაბლურ ვიდზე იდგნენ რაც...
...............................
ჰეჰ რამდენი ვწერე

ერთი ამდენი კიდევ გაგრძელება იყო მაგრამ საკმარისია

პოსტის შიგთავსის საკუთარი რეკორდი მოხსნილია

ცუდი ბავშვები არ იყვნენ, პირიქით.. უბრალოდ ფარსში ცხოვრობდნენ, ბუნდოვანებაში და გაურკვევლობაში
სულ ვაქებ ხოლმე ახალ თაობას, რაღაცნაირი თავისუფლები და ჩამოყალიბებულები არიანნ.. აქ კი იმინნა წარსულთან შეხვედრა იყო.. რომ გამოვედით მეგობარმა პირველი ეგ მკითხა, ჩვენც ხომ ეგეთები ვიყავითო..
ნუ დავიკარგებით წარსულში, რომელიც ერთგვარი სულიერი ჭაობია და სადაც თავად ბედნიერებაც კი სევდის მანტიით არის შემოსილი..
4.99 დოლარიანი რჩევა : ))
Bla Bla Bla..