დეჟავუ...
გაბეზრებული...
"ქ"ცალიათ....
ყველაფერი არა მარა ბევრი რამე მიშლის ნერვებს...
დავიღალე პრობლემების ჩემში ძებნით...იქნებ სხვაშიცაა და იქნებ ეს დაშვება გააკეთო??? იფიქრე ამაზე...არ არსებობს ზოგადად სწორი და ზოგადად ჭეშმარიტი..ყველაფერი ფარდობითია და ერთმანეთან მიმართებით გამომდინარეობს...
თურმე რამდენი რამე და როგორ ღრმად მისწავლია... რამდენი წელია ვიმკი და ყოველ ჯერზე ვაღიარებ ...
იქნებ დროა გამოვიდეთ შთაბეჭდილებიდან და აღარ ვიყოთ მონუსხულთა პოზაში...
არც ჩასაფრებულობა არ მინდა...
ჰმ...ჩემი ყველა ქმედება ემსახურება უკეთესის , იდეალურის და ყველაფერის ერთად ძიებას და დასკვნა: ყველაფერი ერთად ბუნებაში არ არსებობს!
სწორი პრიორიტეტი ისაა რაც შენთვის, ინდივიდისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი..სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამეების განსაზღვრა კი ჩემთვის არავის უსწავლებია და თურმე ვერც ჩემით ვერ მისწავლია, არადა რამოდონა გზა გამივლია...
ხანდახან მენატრება დაკარგული ჩემი თავი და რაც დრო გადის ვერც მონატრებულზე ვერ ვპოულობ თორემ ყოველდღიურობაში ის უკვე დიდი ხანია რაც დავკარგე...
მემატება ხანიც და გამოცდილებაც და იმის მაგივრად პირიქით , განვთავისუფლდე კომპლექსებისაგან, ვატყობ პირიქით, როგორ მიჩნდება ახალ-ახალი კომპლექსები...ეს მე მგონი ჩემი სრულყოფილებისაკენ სწრაფვის ბრალია, იმ სრულყოფილებისაკენ, რომელსაც ვაღიარებ რომ არ ბარსებობს და მიუღწევადია, მაგრამ ეტყობა გულის სიღრმეში არ კი დამიკარგავს მისი მიღწევის იმედი...
მარტო ასეც არ არის..ბევრ რამეს ვიკიდებ, ზოგს მარტივად, ზოგის დაკიდებას ვსწავლობ და ზოგის დაკიდების უნარს ვიმუშავებ...მაგრამ დღეს საოცარი დეჟავუ მქონდა...ხშირად ბევრი რამე მაოცებს,მინდა მივხვდე , მაგრამ ვერ ვხვდები...ჩემს ლოღიკას აღემატება...
რაც დრო გადის მით უფრო ვხვდები რომ გულის სიღრმეში მართლაც რომ მოწოდებით უსაქმური ვარ...დამღალა ჩემი ცხოვრების გრაფიკმა...არ მყოფნის თავისუფლების ხარისხი...თავისუფლებისას კი ვიბნევი და ვერ ვიყენებ

საოცარია...საოცარია ადამიანის უმადური და გაუმაძღარი ბუნება
“ბერძნული სიტყვაა... შეუპოვარი”
wall user