ბოლო დროს რაღაც ძალიან მოვეშვი.ბევრს ვჭამ,აღარ ვვარჯიშობ,საერთოდ ყველაფერი მეზარება. ყველაფრის მუღამი გამიქრა,რა მჭირს არ ვიცი. მგონი 1-2 კილოც ავკრიფე.ჩემი ლოზუნგები,აზრები და იდეები სადღაც მიიკარგა. არანაირ წესს აღარ მივდევ. ღამე ჭამაც დავიწყე. 2 დღეა ფიზიკურადაც ცუდად ვარ. აფორიაქებული ვარ,გული ყელში მაქვს გაჭედილი ბურთივით,სამსახურიც მეზარება,სახლში ყოფნა კიდევ უფრო. როგორ არ მინდა სტიმული გამიქრეს. როგორ შემართებით ვიყავი და ასე რატომ მოვეშვი ვერ გავიგე.
სამსახურშიც ვერ ვიტყვი,რომ დისკომფორტს ვგრძნობ,მაგრამ რაღაც ისე ვეღარაა. ჩემდამი ინტერესი გაქრა ბევრი ადამიანის მხრიდან,ზოგისთვის ცუდი ტიპიც კი გავხდი მგონი,მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ,რომ ოქროს შუალედი მიჭირავს და ყველასთან კარგად ვარ. ის რომ სხვების ლანძღვა-გინებაში არ ვერთვები,ამიტომ ცუდი ტიპი ვჩანვარ.
მოკლედ მკიდია. თანამშრომლების აზრიც მკიდია და საერთოდ ყველას აზრი მკიდია.მთავარია სამსახურში მაქვს ჩემი ოთახი,სადაც მშვენივრად ვისვენებ.დიასახლისიც მე ვარ და მინდა ჩაის დავლევ და მინდა ყავას და მინდა სტუმრებსაც მივიღებ.
გუშინ რაღაც გულდამძიმებულმა გავიღვიძე. გრძელი სიზმარი ვნახე და ამ სიზმრის შთაბეჭდილებებმა დამთრგუნა რაღაცნაირად. მერე გუშინწინდელი მოწერილი მესიჯი გამახსენდა-მმომწონხარო,რომ მომწერა. ამან კიდე უფრო დამსტრესა

არა და რეალურად დასასტრესი არაფერი არაა. მაინც ვერ ვიტან ამ ქართველ ბიჭებს.უმრავლესობა გამოქლიავებული და უტრაკოა. ხო და ქართველი მაინც არაა და მგონი უნდა მიხაროდეს მისი ჩემდამი სიმპატია და არა პირიქით. მაგრამ ხომ იცი მაინც ადამიანი ისეა მოწყობილი,ვინც მას უნდა რომ ეუბნებოდეს ამ სიტყვებს,იმას ელოდება და სხვისგან ნათქვამი მომწონხარ,მიყვარხარ,ცოლად გამომყევი და ა.შ. გსტრესავს.
დღეს რამ ჩამაფიქრა იცი? ჩემს გარშემო რამდენი გოგო ეწევა და რა მხიარულად იხსენებენ იმ ამბებს როგორ იყვნენ დაბოლილები,რა სიტუაციაში მოხვდნენ და ა.შ. მე რა ჩამორჩენილი ვარ ზოგიერთის თვალში. ხო და გასაგებია რატომაც გამირბიან კაი ტიპი ბიჭები:არ ვეწევი,არ ვსვამ,არ ვბოლდები,ბიჭებს კისერზე არ ვეკიდები და საერთოდ ზედმეტად ძველმოდური ვარ. საკუთარი თავის შეცვლაზე დიდი ხანია ვჩალიჩობ და წარმატებულად გამომდის,მაგრამ აი ვერ დავბოლდები კაი ტიპი ბიჭების გამო და რა ვქნა. ალბათ გოიმი ვარ,მაგრამ მე ჩემი შეხედულებები მაქვს.
ხო კიდევ,არ მეხერხება ეს თავზე დახტომები დაკისერზე შეხტომები და რა ვქნა. ძაან თავმოყვარე ტიპი ვარ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს. ვერავის გამო ვერ დავიმცირებ თავს.მე ყოველთვის ჩემს სიმაღლეზე ვარ. შეძრომები ისედაც ძალიან მაღიზიანებს ყველა სიტუაციაში. ხო და მე ხელის განძრევას არ ვაპირებ. დაე იყოს ყველაფერი ისე როგორც არის. მე საკმარისად ვიქნიე ხელები და იმაზე მეტი გავაკეთე,რაც შეეძლო ჩემს თავს გაეკეთებინა. ყველანაირად გადავაბიჯე იმ ადამიანს,რომელიც ჩემს შიგნით არის,მაგრამ ეს ყველაფერი შენთვის კი არა ჩემთვის გავაკეთე. ასე რომ...
........................
წუთიერია ყველაფერი.....მთავარია ეს წუთი მთელი ცხოვრება გაგრძელდეს....