sanfolრომ ვკითხულობდი მეგონა ჩემი გახსნილი თემა იყო

ტაკ,
ლაითად გადავავლე თვალი და ახლა რასაც გირჩევ ის მგონი არ ურჩევიათ აქ(ან გირჩიეს,მაგრამ პარალელებით)
ყველაზე მაგარი ასეთ დროს რაც შეიძლება გააკეთო არის ის,რომ სარწმუნოებაში გადახვიდე უფრო.
სარწმუნოებაში გადასვლაში არ ვგულისხმობ ეკლესიაში სიარულს მარტო.ცოტა სხვა ვარიანტია.
აი ერთმა გითხრა დაიკიდე ყველაფერი,სამყაროს შენს გარშემო ბრუნავს და შენ ცენტრში ხარო.
სარწმუნოება მაგას გეუბნება პირდაპირ,თუ ღმერთს კარს გაუღებ,ის შენში შემოვა და ამაზე დიდი ძალა შენი თავისთვის არაფერი იქნება.
არავინ არაა არავიზე მეტი! ეს გახსოვდეს მუდამ...
მე ეგრე ვფიქრობდი,მაგრამ სიტყვაზე თუ შემხვდებოდა ვინმე გავლენიანი/ცნობილი სახე ეგრევე გამოვარჩევდი სხვებისგან.ანდაც მასწავლებელი/ლექტორის მაგალითი ავიღოთ,თითქოს მაგათთან ხუმრობა უფრო მიხაროდა,ვიდრე ჩემს კლასელებთან.რატომ?იმიტომ,რომ იმათ ამათგან გამოვარჩევდი,რაც არასწორია.
შემდეგ ამან თავი იჩინა ისეთ ხალხთან ურთიერთობისას,ვისაც ცხოვრებაში რაღაცისთვის მიუღწევია,მე თითქოს მისი მონა ვიყავი,ვიბნეოდი მასთან საუბრისას და ა.შ.
გამოსავალი იცი როდის ვიპოვე?ყველა ადამიანს განურჩევად სქესისა და ასაკისა,თუ ვხვდებოდი,რომ ასეთი რამე მემართებოდა მათთან ურთიერთობაში,წარმოვიდგენდი ტიტველს,გაბანჯგვლულს,რომელსაც შეიძლება ყოველწამს შემთხვევით ტყვია მოხვდეს და ვსიო 0 გახდა ის.ამან უფრო გააძლიერა ჩემი აზრი,რომელიც სარწმუნოებამ მასწავლა-არავინ არაა არავიზე მეტი! მაგიტომ მიყვარს ქრისტიანობა,რომ ძალიან მართალი რელიგიაა და პირდაპირ ჩვენნაირ,ფიზიკურად(იგულისხმება ნაკლები ფული,გავლენა და ყველაფერი არასულიერი) უსუსურ ადამიანების კვების წყაროა.
ვიღაცას შეიძლება ფული აძლიერებს,მაგრამ ქრისტიანს თავისი სარწმუნოება აძლიერებს და ეს ფულით სიძლიერე გარდამავალია,სულით სიძლიერეს,რომელსაც სარწმუნოება გაძლევს,ვერავინ წაგართმევს!ამიტომ მეცოდებიან ათეისტები.საშინელებაა,როცა არცერთი გაქვს.მარტო ფულით სიძლიერეც საშინელებაა,მაგრამ არცერთი თუ არ გაქ ძალიან ცოდო ხარ ადამიანი.
დარწმუნებული ვარ ფიქრი გიყვარს,ხოდა ცოტა მეტი იფიქრე სარწმუნოებაზე და დაიკიდე მასის აზრი.დაფიქრდი,საიდან მოვდივარ?რა მინდა?რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი?18 წელი ვცხოვრობ და გავაკეთე რამე ღირებული? მიხვდები,რომ ეს კომპლექსი ყველაფერში გხევს უკან.
ღმერთი არასდროს მოვა და გეტყვის,მე ვარსებობ,ახლა მიდი და სანთელი დამინთე.ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩანს ის და შეეცადო დაინახო.მისცე მას რაც უნდა შენი ეკლესიურობით და ის ისეთს მოგცემს,რასაც ვერავინ მოგცემს.
საბოლოოდ,რომ შევაჯამოთ
გახსოვდეს,რომ არავინაა შენზე მეტი და არც შენ ხარ ვინმეზე მეტი,მაგრამ შეგიძლია შენში ღმერთი შეუშვა და ეს ხომ ხვდები რას ნიშნავს?
ლაპარაკით ადვილია,ამის ფიზიკურობაში გადატანა ძალიან ძნელია და შეეცადე ისეთი კავშირები გააკეთო რაც ამას ყოველთვის გაგახსენებს(მაგალითად მე როგორც წარმოვიდგენ ყველას ვისთანაც შეიძლება დავიბნე/დავიჩაგრო,გაბანჯგვლულს

ან უსუსურ მდგომარეობაში მყოფს)
და რაც მთავარია-
გამიჯნე ფიზიკური და სულიერი სიამოვნება!შენი ავატარის შემხედვარე,მგონი არ გაგიჭირდება ამ პრობლემის მოგვარება

მე გითხარი ყველაფერი თეორიულ დონეზე,პრაქტიკაში გამოიყენე,განსაცდელიც გექნება,მაგრამ იყავი რწმენით რომ ღმერთი შენთანაა და ყველაფერს შეძლებ!
P.S. საბილიარდოს თემას რაც შეეხება,მეც ეგეთი ბანძი ძმაკაცები მყავს

მაგრამ ყველა მაგრად მიყვარს,არ მწყინს ვაბშე რომ 2 წლის მერე მნახონ,პრობლემას მე არ ვქმნი,თვითონ შეიძლება შეექმნათ უხერხული და გააფუჭონ ძველი ურთიერთობა,მაგრამ 2 დღეში ანაზღაურდება ისევ ურთიერთობის დაკარგული 2 წელი,მეც თუ არ შევქმნი უხერხულობას.თან ლაპარაკიც არ შემიძლია ტელეფონზე და ფბზეც იშვიათად ვარ,რომ კონტაქტი მქონდეს რა.
დეიდაჩემია გაბრაზებული ჩემზე რატომ არ მეხმიანებაო ტელეფონზეო,არადა არ შემიძლია რაა... ბაზარი არაა მაგრად მიყვარს,მაგრამ "ალო,დეიდა როგორ ხარ?რავი ვარ რა...სხვა?ისინი როგორ არიან..." ეგეთ დიალოგს ვერ ვიტან რა,თითქოს არაბუნებრივი ლაპარაკია.მაგრამ მისთვის მოკითხვა არის მთავარი,ეგრე ფიქრობს ქვეცნობიერად,რომ თუ არ მომიკითხა,ესე იგი არ ვახსოვარ საერთოდ
P.P.S. არც მე ვარ ფსიქოლოგი,მაგრამ ეს პრობლემა მეც მაწუხებდა და ახლაც მაწუხებს გარკვეულ წილად და მგონი დაგეხმარება ჩემი აზრი