#44740788 · 30 May 2015, 01:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი აზრით, არა. იმიტომ, რომ ხშირად ყველაზე ღრმა უმეცრები არიან ხოლმე თავდაჯერებულნი, მათი ბღენძის ყურება კი ღიმილის მომგვრელია და არა - წარმატების მომტანი. თუმცა, გააჩნია იმ საზოგადოებასაც, ვის წინაშეც წარსდგებიან. უბრალოდ, გონიერმა ადამიანმა იცის, რომ ანალიზი ერთადერთი საშუალებაა გამორკვევისათვის და რომ ისიც შეიძლება შეცდეს. შეცდომის ჯანსაღად გაშიფრვა და მისი მინიმუმამდე დაყვანაა წარმატების მომტანი.
|