ერთ წამს ვამბობ მეორე წამს მკიდია

უნდა შევძლო და ავაღწიო იქამდე
ასე მარტივი რომ ყოფილიყო ხომ ყველა იქ იქნებოდა
ყველა შეუჩერებლად ილაპარაკებდა
მაგრამ ზოგი ჩუმადაა და დღეს მეც ზოგი ვარ მაგრამ მალე შეუჩერებლად ვილაპარაკებ
ზოგი მათგანი ვინც შეუჩერებლად ლაპარაკობს თითქოს, ოდესმე ჩუმდება ხოლმე მაინც
მაგრამ მე თუ გადავალ საჭირო მდგომარეობაში რომელშიც მოვხვდები იმ გზით რომლითაც მხოლოდ მე მოვხვდები იქ შევძლებ რომ მეც ვილაპარაკო სულ
და ასე შევუერთდები ''ადამიანები რომლებიც სულ ლაპარაკობენ'' რასას, რომელშიც ზოგი ჩემსავით წვალებით იქნება ალბათ მოხვედრილი, ზოგი კი მარტივად ალბათ
მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველა მარტივს დეფექტი აქვს !
ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით ვარ სავსე, ვერავინ დროის გარდა მე ვერ შემაჩერებს, მაინც გავხდები ადამიანი რომელიც სულ ლაპარაკობს და შემდეგ სულ ვილპარაკებ
ოპტიმიზმი 99.9% ზე მაქვს სავსე მაგრამ იმ ნოლ მთელ ერთ პროცენტს თავისი გამართლება აქვს რომელიც ისიც ოპტიმიზმია ოღნდ რთულადაა საქმე

არაუშავს. ახლა აღარ მეყო ლაპარაკის ნერვები, მაგრამ ეს მე უკან ვერ დამხევს, დადგება ის დღეც როცა ავღზევდები და სულ ვილაპარაკებ და აღარ მოხდება ის რომ ლაპარაკი დამეზარება ან შემეტყობა რომ მეზარება ლაპარაკი ან რაიმე ამდაგვარი

ერთ დღესაც გავხდები ადამიანი რომელიც სულ ლაპარაკობს და თვალებში მეწერება რომ ეს მართლა მე ვარ და არა ნიღაბი

ის მე ვიქნები
ბუნებრივობა