1.კი ჯანმრთელი ვარ, ტანმრთელიც და თავიც მაბია, ვაზროვნებ კიდეც.
და რადგან ეს ყველაფერი მაქვს, სწორედ ამიტომ აღვიქვამ ყველაფერს სრულად და ცხადად.
თორემ გონებაშეზღუდული რომ ვყოფილიყავი ან დავრდომილი ვინ იცის ვერც ვერაფერი გამეგო და ქუჩაში ვეგდებოდი თუ სასახლეში ვიცხოვრებდი სულ ერთი იქნებოდა.
2.ეს არ არის არაფრის ახსნა, გეტყვი რატომაც- სხვისი ცხოვრება ნაკლებად მაინტერესებს, თუ ვინმე ჩემზე უკეთ ცხოვრობს ეს მე არ მბოღმავს, თუ ვინმე უარესადაა ეს მე სიამოვნებას არ მანიჭებს, რომ მე მასზე უკეთ ვცხოვრობ არ მშია, არ მწყურია და არ მცივა სახლიც მაქვს და კიდევ სხვა რამეებიც.
არასდროს არ მესმოდა ადამიანების რომლებიც თავის მდგომარეობას სხვებთან შედარების ხარჯზე შეიცნობდნენ, ჩემთვის ჩემი მდგომარეობა განისაზღვრება ჩემი აღქმით საკუთარი თავის და ამ დროს სხვები როგორ არიან არ მაინტერესებს.
ამას იმიტომ არ ვწერ რომ ვთქვა "შემომხედეთ რა კარგი ვარ", პირიქით ეს ცუდიცაა, ადამიანების მიმართ ასეთი გულგრილი არ უნდა იყო.
3.მე არ ვარ დაუნახავი, ბევრი უარყოფითი თვისება მაქვს მათ შორის ამაზე გაცილებით ცუდებიც, მაგრამ ეს თვისება არ მაქვს ნამდვილად.
4.ამაში კი გეთანხმები ყველაფერი გვაქვს ნამდვილად, თუმცა ამ ყველაფერს რა ვუყოთ აზრზე არ ვართ, ეს უკვე მე და შენი კი არა მთელი კაცობრიობის თავსატეხია მთელი თავისი ისტორიის მანძილზე.
ყველაფერი რომ მოგეცემა და ამ ყველაფერს ასე უნიჭოდ მოისვრი როგორც ადამიანების უმეტესობა ვაკეთებთ,ეგ გვირხევს
ნებისმიერ შემთხვევაში საუბარი კარგია, განტვირთვის საშუალებაა ერთგვარი.
This post has been edited by ingfar on 28 May 2015, 17:16