ნარცისისტული ძალადობა ადამიანზე ძალადობის სხვა სახეებს ჩამოჰგავს, მაგრამ, მათგან განმასხვავებელი ბევრი ნიშნის გამო მაინც ავტონომიურ ფენომენად განიხილება. ფსიქოლოგემბა ძალადობის ამ ფორმის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი რამდენიმე წლის წინ გამოიჩინეს, როცა, კვლევის მასალებსა და თერაპიულ ქეისებში ადამიანის პიროვნების დაკნინების კარგად გამოკვეთილ პრაქტიკას გადააწყდნენ. ნარცისისტული ძალადობის მსხვერპლი ადამიანი შეიძლება გახდეს ოჯახში (მშობლის, მეუღლის, შვილის მხრიდან), სკოლაში, სამსახურსა თუ სამეგობროში. ძალადობის ნარცისისტული ფორმა ერთ ერთი ყველაზე ტრამვული გამოცდილებაა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც, პიროვნების სტრუქტურის უპრეცედენტო და ხშირად შეუქცევად ნგრევას იწვევს.
ნარცისისტული ძალადობის, როგორც ფსიქოლოგიურ-ემოციური ძალადობის ფორმის, ამოცნობა და სახელდება მსხვერპლის მხრიდან გვიან ხდება და ამისი მიზეზი რამდენიმეა:
1. ნარცისი ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ამჟღავნებს თავის დამოკიდებულებას მსხვერპლის მიმართ და ქცევის ფორმასაც შეუმჩნეველი ტემპით იცვლის, რასაც მსხვერპლი გაუაზრებლად ეჩვევა.
2. თუკი ნარცისი მშობელი, მამაკაცი პარტნიორი ან ინსტიტუციური ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანია, ხშირად ნარცისისტული ძალადობა „რთულ ხასიათად“, „თავისებურებად“ ან „ხასიათის სიმძიმედ“ მოიხსენიება, რაც ამ ფენომენის გავრცელებულობა-ჩვეულებრივობას გულისხმობს და მსხვერპლის მხრიდან „გაგებით მოკიდებსა და მოთმენას“ მოითხოვს.
3. საზოგადოებას არ აქვს საკმაო ცოდნა ნარცისიზმის, როგორც, ფენომენის შესახებ და ძალადობის ეს ფორმა შეიძლება ეხამუშება კიდევაც, მაგრამ, მის სახელდებას ვერ აკეთებს. შესაბამისად, მასთან გამკლავების შესაძლებლობას გამორიცხავს.
ამ სტატიის ავტორი დაწვრილებით აღწერს სიმპტომებს, რომელიც ნარცისისტული ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს აქვთ. თუ ეს სიმპტომები გეცნოთ, არ არის გამორიცხული, რომ, თქვენს ბიოგრაფიაშიც ქონია ან აქვს ადგილი ამ ფორმით ძალადობის ამ გამოცდილებას. სიმპტომები კი შემდეგია:
1. ჩვეულზე უფრო მეტად გეპარებათ ეჭვი საკუთარი ქცევის მართებულობაში. თვით უმნიშვნელო საქმიანობის დროსაც კი მუდმივად უსვამთ საკუთარ თავს კითხვას: შეცდომას ხომ არ ვუშვებ? ხომ არ შემეშლება რამე? გეშინიათ ფაქტობრივი თუ ჰიპოთეტური შეცდომის დაშვების.
2. საკუთარ სააზროვნო-ანალიტიკურ უნარებში რწმენა გაქვთ დაკარგული. საკუთარ თავს ვეღარ ენდობით მსჯელობისას. თითქოს „არეული და გაუგებარი“ გახდა თქვენთვის რეალობა. ამ მდგომარეობას ნარცისი ხან მიზანდასახულად, ხანაც ავტომატურად იწვევს მსხვერპლში. ამ მეთოდს ქვია gaslighting. ნარცისი გეუბნებათ დაუჯერებელ რამეს, ან მისი ერთი კონკრეტული მოქმედება იმდენად ლოგიკას მოკლებულია, რომ, საკუთარ თვალებს/ყურებს არ უჯერებთ, რომ ეს მართლაც ხდება. მსხვერპლის მხრიდან ამ საკითხის წამოწევისას კი სრულიად თავდაჯერებული უარყოფს ფაქტს და ყოველივეს მსხვერპლის ფანტაზიასა და აღქმის შეცდომას აბრალებს. ამ აქტით მსხვერპლი უშვებს, რომ, მოვლენების მისებური აღქმა, თუნდაც დღესავით ცხადი და დამარწმუნებელი, შეიძლება მისი ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდეს. რამდენიმე მსგავსი შემთხვევის შემდეგ მსხვერპლს ერყევა საკუთარი სააზროვნო პროცესებისა და აღქმის რწმენა. ის საკუთარი თავის მიმართ ნდობას ნელ-ნელა კარგავს. ნარცისისათვის მსხვერპლის ასეთი მდგომარეობა მასზე კონტროლის დამყარების სტრატეგიის ყველაზე დიდი მიღწევაა.
3. გრძნობთ, რომ, თითქოს გამოგცვალეს და სინანულით იხსენებთ საკუთარ თავს, როცა ხალასი, სპონტანური და ენთუზიაზმით სავსე იყავით. გენატრებათ ასეთი საკუთარი თავი და გლოვობთ მას, როგორც გარდაცვლილს.
4. მიუხედავად ბევრი წყენისა და შეურაცხყოფისა, ცდილობთ, რომ, ის „გზაზე დააყენოთ, მოუაროთ, უთანაგრძნოთ და არ მიატოვოთ,“ რადგან ხშირად ნარცისი მსხვერპლს არწმუნებს, რომ, მას მძიმე ცხოვრება ქონდა, ყველამ მიატოვა, ვერავინ გაუგო და ის ერთგულებასა და მზრუნველობას საჭიროებს მსხვერპლისგან. მსხვერპლი ხშირად იღებს საკუთარ თავზე ნარცისის „გადარჩენის“ მისიას და წლების განმავლობაში მას დაუღალავი პათოსით ახორციელებს.
გთხოვთ, გულდასმით წაიკითხოთ ეს და ბლოგის სხვა სტატიები, რომლებიც ნარცისისტული ძალადობის ფენომენის სხვადასხვა ასპექტს ეხება.
https://afternarcissisticabuse.wordpress.co...y-a-narcissist/