ჯერ რომ გავიგოთ, წმინდა რა არის, უნდა ვიცოდეთ ბინძური რა არის.
რომ გავიგოთ სიკეთე რა არის, უნდა ვიცოდეთ ბოროტება რა არის.
წარმოვიდგინოთ და შევადაროთ: ყვავილი ეკლიან ბუჩქებში და ყვავილი მოვლილ ბაღში.
სადაც: მზე - ღმერთია, ყვავილი - სული, ეკლიანი ბუჩქები - ცოდვები. ყველაფერი ნათელია.
ადამიანის გული სასწორივითაა, როცა ერთ ცოდვას მოაკლებ შენს სულს, სულ რომ სიკეთეს არ აკეთებდე, ავტომატურად ერთი სიკეთე გადმოვა შენს მხარეს (ანუ ერთი ცოდვის მოშორებით, ერთ სიკეთეს აკეთებ), ბუნების კანონია!
რანაირად?
თუ ზურგჩანთიდან გადააგდებ 1კგ ზედმეტ ტვირთს, ავტომატურად ასუმბუქებ ზურგჩანთას -1 კგ-ით!
ცოდვები ტალახივითაა, ვერ გალამაზდები ვერანაირად, რაც არ უნდა ლამაზად ლაპარაკობდე, როგორი ლამაზი სხეულიც არ უნდა გქონდეს ან როგორი მდიდარიც არ უნდა იყო, თუ სხეული ტალახით მოსვრილი გექნება... ცოდვები კი სულისთვის ტალახია.
ვინც მოინანიებს ცოდვებს (დაუტევებს მათ და უკუაგდებს), ის ავტომატურად გასუფთავდება,
ხოლო გაწმენდას (სიწმინდეს) უფალი მიანიჭებს.
გასუფთავებას ახდენს - ადამიანი, წმენდს (სიწმინდეს ანიჭებს) - ღმერთი!
ის ვინც ღმერთანაა ნელნელა იწმინდება, ხოლო ის ვინც ღმერთან არაა და უბრალოდ ცოდვებს განშორებულია, ის სუფთავდება უბრალოდ ცოდვებისგან.
რა განსხვავებაა მათ შორის?
ელ. მაგ: ჩვენ თუ ჭამის შემდეგ მაგიდას უბრალოდ ტილოს გადავუსვავთ, გავასუფთავებთ ნამცეცებისგან, მაგრამ ვერ გავასუფთავებთ ლაქებისგან და მაგიდასთან ყოველ დაჯდომაზე დავინახავ ლაქებს, იმისთვის რომ ლაქებიც "გავწმინდოთ", ამისთვის გვჭირდება "სპეციალური" ნივთიერება!
კითხვაზე პასუხი ასეთია:
მხოლოდ მაშინ მიხვდება ადამიანი სულის სიწმინდეს, როცა ცოდვებს განეშორება!!!
ღმერთან ახლოს ყოფნა ნიშნავს, რომ გულით გიხარია ყველაფერი: ჩიტების ფრენა, ბალახის ფერიც, მარჯვენა ხელი, მარცხენაც

გიხარია, რომ ცოცხალი ხარ, გიხარია ყველაფერი, იმიტომ რომ იქ ბრუნდები, სამოთხეში, იქ საიდანაც ცოდვის გამო გამოყარეს ადამიანები, შენ კიდევ ცოდვებს გაურბიხარ და იქ ბრუნდები (ავტომატურად), კი არ გაბრუნებს ვინმე ან "აი 100 წლის მერე მოხვალ და შენ ადგილს დაიკავებ", აქ აქვე გრძნობ გულში, ეს თუ არ განიცადე, ისე ვერ გაიგებ რა არის სიწმინდე!
დილით რო მზე ამოდის და არ გეზარება ადგომა, გიხარია კიდევ ერთი დღის გათენება, მზეს რომ შეხედავ და ეუბნევი, შე ულამაზესოოო, როგორ მიყვარხააარ!!! (ვიღაცა ნათია კი არ გიყვარს და მზეს მის სიყვარულს კი არ უხსნი, მზე გიყვარს, რატო? იმიტომ, რომ გრძნობ მის სიყვარულს, სითბოს, აი ესაა ნამდვილი სიყვარული რაც მისგან მოდის, უანგარო სიკეთე! სუფთა გული და სუფთა სული გრძნობს უანგარო სიყვარულს და შენ რომ გგონია, შენ ლაპარაკობ, სინამდვილეში შენი გულიდან და შენი სულიდან ამოდის ეს სიტყვები თავისით, ბუმერანგის პრინციპია (სიყვარული ჩადის, სიყვარული ამოდის

), ეს თუ არ განიცადე და ამისთანები მილიონი, რომელ სულის გაწმენდაზეა საუბარი, ადამიანს ეგრევე ეტყობა თავისი სული, თავისი საუბრით, ხასიათებით, ყველაფრით... როცა სული სუფთაა, ასეთ ადამიანს კილომეტრზე იცნობ! სულით წმინდა შეიძლება ვერ დაიბადო, მაგრამ შეგიძლია გახდე!!!