ჩემი ლექტორები მასე არ ფიქრობენ. როგორც ჩანს, ამ საკითხებში შენ მათზე გაცილებით უფრო მეტი გესმის
რესურსები რუსეთს რომ აქვს, მაგდენი უნდა. მაგრამ ჩემი ფეხები.
საინტერესოა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ფინეთმა, სინგაპურმა, ტაივანმა, ასეთი განვითარებული ეკონომიკები რომ აქვთ, რომელი ქვეყნები გაძარცვეს?
საერთოდ, დასავლეთი რა შუაშია, ვახსენე სადმე? ან ევროპის რომელიმე ქვეყნის მოდელი გადმოვიღოთ მეთქი, ეს დავწერე სადმე?
როგორც ასეთი, უშუალო საზრუნავი, სულ არ მანაღვლებს საქართველოს ეკონომიკა რამდენად სწრაფად გაიზრდება და შესაბამისი ინსტიტუტები როგორ ჩამოყალიბდება. ის ვიგულისხმე, რომ გლობალიზაცია და ტექნოლოგიების განვითარება (ცხადია, გარკვეულ საფრთხეებთან ერთად) ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ამიტომ დამაინტერესა, პოსტინდუსტრიულ ეპოქაში როგორ გამოვიყენოთ ეს ახალი შესაძლებლობები იმ ადამიანებმა, კარიერული წინსვლის ერთადერთ გზად მსხვილ კომპანიებში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობა რომ არ ესახებათ. მარკ ცუკერბერგმა მილიარდები იშოვა, მაგრამ ამისთვის მატერიალური რესურსების მიტაცება არ დასჭირვებია. ეკონომიკის ზრდისთვის აუცილებელი არ არის მაინდამაინც მხრჩოლავი ფაბრიკა-ქარხნების აშენება და მატერიალური რესურსების გადამუშავება, წავიდა ეგ დრო.
უფრო ფართოდ თუ ვიმსჯელებთ, მაინტერესებდა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, აზროვნებაში და თუნდაც ბიზნესში როგორ აისახება დღევანდელი გამოწვევები. მაგალითად, ვინმე თუ მოღვაწეობს საი ფაი ჟანრში, როგორ ვითარდება სპორტის ექსტრემალური სახეობები, რა ხდება რაიონების კულტურულ ცხოვრებაში, თუ იყენებს რომელიმე ბიზნესი სახლიდან დისტანციურად მომუშავეებს. მოკლედ კი, იმის დადგენა მინდოდა, ტყის პირას მდგარ პატარა სახლში ცხოვრების მსურველებს, რამდენად გვაქვს ინტერნეტთან წვდომისა და საკმარისი შემოსავლის გამომუშავების საშუალება, თავი დაცულად და ბედნიერად რომ ვიგრძნოთ, და რამდენად მზად ვართ რაიმე საერთო მიზნის მისაღწევად გაერთიანებისთვის.
ლაზიკებს და კახეთს რაც შეეხება, მომავალში დიდი ალბათობით სწორედ მასე განვითარდება მოვლენები. უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა, კიდევ რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. მეტი დამაჯერებლობისთვის, შეგიძლია ეკონომიკის თუ ინფრასტრუქტურის სამინისტროს აცნობო, ანაკლიის პორტისთვის ინვესტორი მოვიძიე თქო. ძალიან გაუხარდებათ. თუ მართლა მოიძიებ, შენს პერსონალურ სადღეგრძელოსაც შესვამენ, მრავალჯერ და განსხვავებული სასმისებით