ვივიანაკარგი რა,

უფრო დამაბნიე, ვეღარ ვხვდები რას მეუბნები და არ მესმის აღარც მუზები, ემოციები, დრამა და არაფერი. მგონი ვქრები, მგონი ქრებიან ჩემი ოცნებები, მგონი ქრებიან ჩემი გრძნობები და აი მაინც ისევ ვიწვდი ხელს იქნებ მივწვდე რამეს, მაგრამ იმედი აღარ მაქვს. ჩემში ძალა ქრება და სიკვდილს ვეზიარები, რომელიც ნელ-ნელა მოიწევს და ეფარება მზეს. შეშინებული და იმედგაცრუებული ვუყურებ მას და ჩემი უაზრო არაფრის მთქმელი სახით ვცდილობ დავინახო მისი თვალები თითქოს რამეში მჭირდებოდეს მე განწირული ვცდილობ ისევ ვიპოვო აზრი, ისევ მქონდეს ოცნება და თავს ვიტყუებდე, რომ ოცნების ასრულების შემთხვევაში ბედნიერი ვიქნები.
ამ ყველაფერს მის თვალებში ვეძებ, რომელიც არ ჩანს. ვინ იცის იქნებ არც არსებობს თვალები.
მიახლოვდება ნელ-ნელა, ამაყად და ელოდება ჩემს ცრემლებს. ელოდება იმ მომენტს როცა ყვირილს დავიწყებ ვინმემ მიშველეთო.
მე კი ჩუმად ვდგავარ, ჩემი უაზრო სახით და ჩემი უაზრო ცხოვრებით. ჩემს თავს სათამაშოსგან ვეღარ ვანსხვავებ. დასაქოქი სათამაშო ვარ. ჩემს საცოდავ სიარულზე იცინიან. ყველაზე მეტად იცი რა მოსწონთ? კედელს როგორ ვეჯახები, გიჟდებიან ამ უკანასკნელზე.
სიკვდილის ცივი და ღამესავით ჩუმი სუნთქვა ჩემს სახეს ეხება. მე მას ნერვიულობას ვატყობ სახეზე. ის ღელავს, მაგრამ არ ანელებს სვლას ის უკვე ჩემშია. რას ვგრძნობ? არაფერს.
შეეშვა ჩემ დამპალ სულს და წავიდა.
დროებით.